არანაირი მწვრთნელობა - ნეიმარმა ისაუბრა, თუ რით აპირებს დაკავებას კარიერის დასრულების შემდეგ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
არანაირი მწვრთნელობა - ნეიმარმა ისაუბრა, თუ რით აპირებს დაკავებას კარიერის დასრულების შემდეგ

არანაირი მწვრთნელობა - ნეიმარმა ისაუბრა, თუ რით აპირებს დაკავებას კარიერის დასრულების შემდეგ

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-04-2021, 02:02

პსჟ-ს“ შემტევმა, ნეიმარმა, პოკერისადმი სიყვარულზე ისაუბრა.
„პოკერის თამაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დავიწყე. ტურნირის დროს ამით ბევრი ფეხბურთელი იყო დაკავებული და საბოლოოდ, მათთან ერთად სწავლას შევუდექი. გვერდიდან ვუყურებდი, შემდეგ კი თავადაც დავინტერესდი. თამაშის პროცესი სასიამოვნოდ მომეჩვენა და პოკერი შემიყვარდა.

კონცენტრაცია - ფეხბურთსა და პოკერს შორის ერთ-ერთი მთავარი მსგავსებაა. მნიშვნელოვანია, როგორ კითხულობ თამაშსა და ოპონენტს. ვფიქრობ, ეს ფეხბურთშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია - წაიკითხო თამაში, მეტოქე - მეც სწორედ ამას ვაკეთებ, რათა გავარკვიო, სად შეიძლება შევუტიო, როგორ უნდა გადავადგილდებოდე, რათა გუნდისთვის სახიფათო მომენტი შევქმნა. პოკერშიც ასეა: თამაში, მეტოქე უნდა წაიკითხო და შეტევისთვის ზუსტი დრო შეარჩიო.

ვფიქრობ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტურნირებში მონაწილეობას შევძლებ და ჩავალ იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ გადატვირთულობისა და კარიერის გამო ვერ ვახერხებდი. ასე რომ, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ასეთი სახის ტურნირებზე სიარული ჩემი ერთ-ერთი ჰობი იქნება.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს CNEWS.

კომენტარები
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", -...
7-04-2021, 02:04
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია, დამსახურებულად მოვიგეთ"
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია,...
12-04-2021, 01:19
ზიდანი: "რეალი 1/2 ფინალშია და ბედნიერი ვარ"
ზიდანი: "რეალი 1/2 ფინალშია და ბედნიერი ვარ"...
15-04-2021, 15:57
"ატლეტიკოს" ყოფილმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა
"ატლეტიკოს" ყოფილმა კაპიტანმა კარიერა დაასრულა...
7-04-2021, 02:07
6-თვიანი ტრავმა მოიშუშა - რობენი მოედანს დაუბრუნდა!
6-თვიანი ტრავმა მოიშუშა - რობენი მოედანს...
12-04-2021, 01:28
"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის ვრცელი ინტერვიუ
"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის...
16-04-2021, 02:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно