პოგბაც პსჟ-ში? - პარიზელები რაიოლას ესაუბრებიან » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
პოგბაც პსჟ-ში? - პარიზელები რაიოლას ესაუბრებიან

პოგბაც პსჟ-ში? - პარიზელები რაიოლას ესაუბრებიან

ახალი ამბები / ფეხბურთი
24-07-2021, 08:14

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი დატოვოს. 

ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვას ფიქრობს, რადგან არ სურს ის უფასოდ გაუშვას. პოგბას იუნაიტედთან მოქმედი კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება, კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი კი მას არ აქვს.

შესაბამისად, თუ პოგბა იუნაიტედში დარჩა, დიდია ალბათობა, რომ მან კლუბი 1 წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სიტუაციას პსჟ აკვირდება, რომელიც მზადაა პოგბას სანაცვლოდ ამ ზაფხულში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. იუნაიტედმა ფრანგი ფეხბურთელი თავის დროზე 100 მილიონად შეიძინა. წყარო წერს, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა პარიზელებს კონტრაქტის პირობებზე უთანხმდება.

პრემიერლიგის გასულ სეზონში გამართულ 26 მატჩში პოგბამ 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები
AS: "ლევანდოვსკიმ შესაძლოა ბაიერნი დატოვოს"
AS: "ლევანდოვსკიმ შესაძლოა ბაიერნი დატოვოს"...
12-06-2021, 01:21
ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია - AS
ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი...
27-04-2021, 17:06
AS: რამოსი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
AS: რამოსი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს...
18-06-2021, 01:50
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე...
27-04-2021, 12:16
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно