ნელ-ნელა, თუმცა წინ - ლაპორტას გეგმები კარგად მიდის » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ნელ-ნელა, თუმცა წინ - ლაპორტას გეგმები კარგად მიდის

ნელ-ნელა, თუმცა წინ - ლაპორტას გეგმები კარგად მიდის

ახალი ამბები / ფეხბურთი
20-07-2021, 12:32

მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" პრეზიდენტობის არჩევნები მოიგო 134 დღე გავიდა, გუნდი კი უკეთესობისკენ სვლას ნელ-ნელა, თუმცა განაგრძობს.

2020/2021 წლის სეზონის შეცვლა შეუძლებელი გახლდათ, კლუბსსაბრძოლო სულისკვეთება დაკარგული ჰქონდა, თუმცა ზაფხულიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა.

პირველი დიდი ნაბიჯი პრეზიდენტმა კლუბის მხარდამჭერებისთვის სესხის სახით 525 მილიონიანი დაფინანსების მოპოვებით გადადგა, შეგახსენებთ, ჟოანმა ეს ივნისის ბოლოს გააკეთა.

"ბლაუგრანამ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის გაფორმება უკვე მოახერხა, ესენი გახლავთ: ერიკ გარსია, სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ემერსონი, ზუსტად ისინი, ვინც ამ კლუბის სახელს ღირსეულად

დაიცავს, თანაც აღსანიშნავია, რომ ლაპორტა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

ხელფასის შემცირება

Sportall.Ge

გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელებთან ხელფასის დაკლებაზე საუბარი მოუწია, უმეტესობა მათგანმა თანხმობა განაცხადა, თუ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე გამოვა, როგორც საჭიროა, მაშინ "ბლაუგრანას" ბიუჯეტი 10-15%-ით გაიზრდება.

მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელებს, მაგალითად როგორიცაა ანტუან გრიზმანი კლუბიდან გაუშვებენ (ამ უკანასკნელის მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველში, საულ ნიგესში გაცვლას უპირებენ).

მესის კონტრაქტის განახლება

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც ლაპორტა "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში დაბრუნდა, ლეოს გუნდში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებდა, არგენტინელი ფეხბურთელი კი გუნდში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება, რაც დიდწილად ჟოანის დამსახურებაა.

სუპერ ლიგა

მას შემდეგ, რაც სუპერ ლიგას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, კატალონიურმა გრანდმა გაერთიანება საკუთარი ინიციატივით დატოვა, რაც სწორი და დროული გადაწყვეტილება გახლდათ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

კომენტარები
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
ლაპორტა: “ბარსელონას იმაზე უარესი ფინანსური პრობლემები აქვს, ვიდრე ველოდებოდი”
ლაპორტა: “ბარსელონას იმაზე უარესი ფინანსური...
21-06-2021, 02:38
მესი ხელფასის განახევრებაზე თანახმაა, თუმცა საკუთარი პირობებიც წამოაყენა — ლეო ბარსაში რჩება?
მესი ხელფასის განახევრებაზე თანახმაა, თუმცა...
30-04-2021, 10:28
ჩავი: "ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი"
ჩავი: "ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი"...
6-06-2021, 01:52
ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია
ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და...
3-06-2021, 03:06
თუ ბეილს „რეალში“ დარჩენა სურს, ხელფასის განახევრებას უნდა დათანხმდეს
თუ ბეილს „რეალში“ დარჩენა სურს, ხელფასის...
12-07-2021, 07:48
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно