კასპერ იულმანდი: "დარწმუნებულები ვართ, იმავეს კვლავაც გავიმეორებთ" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
კასპერ იულმანდი: "დარწმუნებულები ვართ, იმავეს კვლავაც გავიმეორებთ"

კასპერ იულმანდი: "დარწმუნებულები ვართ, იმავეს კვლავაც გავიმეორებთ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
8-07-2021, 12:24

ევრო-2020-ის ნახევარფინალში ინგლისმა დანია დამატებით დროში პენალტის დახმარებით დაამარცხა (2:1) და 11 ივლისს, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეგ არის, დანიის კარში დანიშნული პენალტის სისწორეში ბევრს ეჭვი ეპარება, მათ შორის ინგლისელებს. ამის ფონზე, ბუნებრივია, უკმაყოფილოა დანიელთა დამრიგებელი კასპერ იულმანდი.
„ბევრი რამ ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. პენალტს გადავხედე. ფაქიზი მომენტია. საკმაო ხანი მოედანზე ორი ბურთი იყო. ამაზე მსაჯს ხუთი წამით ადრე ვანიშნე, ვიდრე იქ სტერლინგი გაირბენდა. მატჩის სხვა მომენტებში მსაჯი სწრაფად რეაგირებდა. უბრალოდ, იქ პენალტი არ იყო.
ერთია ბრძოლაში დამარცხდე, მაგრამ როცა ეს ასე ხდება, მეტად გამაღიზიანებელია. ბიჭები მეცოდებიან. ასე გამოვარდნა მტკივნეულია.
ბიჭებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ისინი წარმოუდგენლად ძლიერები არიან. შესანიშნავად თამაშობენ ფეხბურთს.
ჩვენ ვუტევდით, გაგვქონდა გოლები და ვაჩვენებდით ჩვენს სიძლიერეს. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ. ჩვენ ხომ ასე ახლოს ვიყავით ფინალთან, მაგრამ მატჩის მსვლელობისას სხვადასხვა გარემოებებმა ბოლო ნაბიჯის გადადგმაში ხელი შეგვიშალა.
ერთმანეთის მხარდამხარ ვიდექით, ვიბრძოდით ბოლომდე. ახლა კი მეტად გაწბილებულები ვართ. მაგრამ მალე ყოველივეს გვერდიდან შევხედავთ და ვიტყვით: „ჩვენ შევეცადეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ იმავეს კვლავაც გავიმეორებთ,“ - უეფას გვერდთან აცხადებს იულმანდი.
11 ივლისს, „უემბლიზე“ ფინალში ერთმანეთში ურთიერთობას გაარკვევენ იტალია და ინგლისი

კომენტარები
იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი, მოურინიო და სხვები სტერლინგის ეპიზოდზე
იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი,...
8-07-2021, 12:22
საუთგეიტი პენალტზე: "ვფიქრობ, VAR-ის მეშვეობით ყველაფერი გადაამოწმეს"
საუთგეიტი პენალტზე: "ვფიქრობ, VAR-ის მეშვეობით...
8-07-2021, 12:23
ბუსკეტსი: "იტალიას ყველაფერში ვაჯობეთ და დავამტკიცეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ"
ბუსკეტსი: "იტალიას ყველაფერში ვაჯობეთ და...
7-07-2021, 08:04
კრისტიანისთვის – დანიის ფეხბურთელებმა 1/4 ფინალში გასვლა ერიქსენს მიუძღვნეს
კრისტიანისთვის – დანიის ფეხბურთელებმა 1/4 ფინალში...
27-06-2021, 09:51
კეინი ამბობს, რომ შმეიხელთან ბედმა გაუღიმა
კეინი ამბობს, რომ შმეიხელთან ბედმა გაუღიმა...
8-07-2021, 12:24
იტალიამ ავსტრია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
იტალიამ ავსტრია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და...
27-06-2021, 09:47
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно