საუთგეიტი პენალტზე: "ვფიქრობ, VAR-ის მეშვეობით ყველაფერი გადაამოწმეს" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
საუთგეიტი პენალტზე: "ვფიქრობ, VAR-ის მეშვეობით ყველაფერი გადაამოწმეს"

საუთგეიტი პენალტზე: "ვფიქრობ, VAR-ის მეშვეობით ყველაფერი გადაამოწმეს"

ახალი ამბები / ფეხბურთი
8-07-2021, 12:23

ისტორიაში პირველად ინგლისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა დანია დამატებით დროში საეჭვო პენალტის დახმარებით დაამარცხა (2:1). საუთგეიტს და მის გუნდს 11 ივლისს, „უემბლიზე“ იტალიასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელის. ინგლისელთა თავკაცს ფინალთან დაკავშირებით მოლოდინებზე BBC-თან საუბრობს.
„ფინალში იმისთვის გადიან, რომ მოიგონ. გადავეწყობით და მზადებას შევუდგებით, იქამდე კი ძალებს აღვიდგენთ. თამაშმა დიდი ფიზიკური და მორალური ძალა წაგვართვა.
არც იტალიისთვის ყოფილა მარტივი, თუმცა მათ ერთით მეტი დღე აქვთ ძალების აღსადგენად.“
ინგლისელთა დამრიგებელი რაჰიმ სტერლინგის ეპიზოდთან დაკავშირებით დანიშნულ პენალტსაც გამოეხმაურა:
"პენალტთან დაკავშირებით ეპიზოდი არ მინახავს. არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გამოიყურებოდა. არსებობს VAR. ვფიქრობ, მისი დახმარებით ყველაფერი გადაამოწმეს და მსაჯის გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ.
დიდი უპირატესობა იყო ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. ბოლოსკენ ცოტა ნერვიულობაც იყო.
როდესაც ამას ასე დიდ ხანს ელოდები (ფინალში გასვლას), როგორც ამას ჩვენ ველოდით, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს.“

კომენტარები
კასპერ იულმანდი: "დარწმუნებულები ვართ, იმავეს კვლავაც გავიმეორებთ"
კასპერ იულმანდი: "დარწმუნებულები ვართ, იმავეს...
8-07-2021, 12:24
იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი, მოურინიო და სხვები სტერლინგის ეპიზოდზე
იყო თუ არა პენალტი - ვენგერი, შმეიხელი, კინი,...
8-07-2021, 12:22
როგორი სტატისტიკა აქვს იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების ფინალში?
როგორი სტატისტიკა აქვს იტალიის ნაკრებს ევროპის...
7-07-2021, 08:03
"უკვე ბევრჯერ ვიყავი ამასთან ახლოს, მაგრამ არ გამომივიდა", - მესიმ თავისი ოცნება გაამხილა
"უკვე ბევრჯერ ვიყავი ამასთან ახლოს, მაგრამ არ...
15-06-2021, 08:11
ინგლისის ნაკრები: ასე ახლოს ფინალთან, მაგრამ არც ისე სასიამოვნო მეტოქის წინააღმდეგ - ვინ შეუერთდება იტალიას გადამწყვეტ შეხვედრაში?
ინგლისის ნაკრები: ასე ახლოს ფინალთან, მაგრამ არც...
7-07-2021, 08:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно