ნიკოლას ანელკამ კილიან მბაპეს მოუწოდა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ნიკოლას ანელკამ კილიან მბაპეს მოუწოდა

ნიკოლას ანელკამ კილიან მბაპეს მოუწოდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-07-2021, 18:07

ნიკოლას ანელკამ კარიერა "პარი სენ ჟერმენში" დაიწყო. ფრანგი ფეხბურთელი პარიზიდან ახალგაზრდულ ასაკშივე წავიდა და თავი დიდ კლუბებში გამოსცადა. 42 წლის ექსფეხბურთელი კილიან მბაპეს მოუწოდებს:

"თუ შენ დიდება გინდა, პსჟ-დან უნდა წახვიდე" - განუცხადა ნიკოლასმა The Athletic-ს.

"რასაც შენ პარიზში აკეთებ, კარგია, მაგრამ ვიღაც ყოველთვის იტყვის: "დიახ, შენ "პარი სენ ჟერმენისთვის" დიდებული იყავი, თუმცა მხოლოდ საფრანგეთისთვის და არა ინგლისისა და ესპანეთისთვის". ამრიგად, შენ საუკეთესო ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი არ გამხდარხარ.

შენ უნდა გადაწყვიტო, "ოქროს ბურთის" მოგება თუ გინდა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ


მესის მსგავსად, კონკურენცია საუკეთესოებს უნდა გაუწიო.

შენ ვერ იტყვი, რომ საუკეთესო ხარ, როდესაც "პარი სენ ჟერმენში" თამაშობ. საფრანგეთის ლიგა მარტივი ნამდვილად არ არის, არასწორად არ გამიგო, მაგრამ საუკეთესო ჩემპიონატი ინგლისშია. ამრიგად, თუ გინდა, იყო საუკეთესო, გააკეთე იგივე "ჩელსიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში", "არსენალში" ან "მანჩესტერ სიტიში", "ლივერპულში", მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში", იტალიის გრანდებში. შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ საჯაროდ ვისაუბროთ" - განაცხადა ანელკამ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

კომენტარები
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი? უეფამ ოთხეული წარადგინა
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო...
30-04-2021, 10:29
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის ტრანსფერს ბლოკავს
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის...
11-06-2021, 12:30
ოქროს ბურთის მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი — მესი პირველზეა, რონალდუ TOP 5-ს მიღმაა
ოქროს ბურთის მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი —...
6-07-2021, 12:29
თუ წასვლა გინდა, წადი - „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო
თუ წასვლა გინდა, წადი - „რეალმა“ გადაწყვეტილება...
11-06-2021, 12:29
სასიხარულო ამბავი პარიზელებისთვის! მბაპეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია
სასიხარულო ამბავი პარიზელებისთვის! მბაპეს ტრავმის...
25-04-2021, 20:13
"მიუნხენ 1860"-ის ექსმწვრთნელმა ხვიჩა რიბერისა და რობენს შეადარა
"მიუნხენ 1860"-ის ექსმწვრთნელმა ხვიჩა რიბერისა და...
29-06-2021, 12:05
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно