ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

access_time11-12-2022, 00:08

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა.

"ნავიგატორებმა" აუტსაიდერად შერაცხულ მეტოქეს რამდენიმე რეალური მომენტი შეუქმეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს, "ატლასის ლომებმა" კი 42-ე წუთზე შეაგდეს, როდესაც თავი იუსუფ ენ-ნესირმა გამოიჩინა.

ბევრის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მატჩს არგენტინელი არბიტრები უძღვებოდნენ. ბუნებრივია, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მარადიული მეტოქეობის გათვალისწინებით, ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გახლდათ, რაც პორტუგალიელთა ვარსკვლავმა ბრუნო ფერნანდეშმაც აღნიშნა.

"მიუღებელია, რომ ტურნირში არგენტინელი მსაჯები მონაწილეობდნენ, ხოლო პორტუგალიელები - არა. სულ მცირე, ეს უცნაურია," - თქვა ბრუნომ.

სხვათა შორის, პირველი ტაიმის ბოლოს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ითხოვდა მაროკოს კარში პენალტის დანიშვნას, თუმცა რეფერიმ ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანის დადების საფუძველი ვერ დაინახა.

მსგავსი სტატიები

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

access_time11-დეკ-2022

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

access_time11-დეკ-2022

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.