ჩეფერინი: "უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჩეფერინი: "უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

ჩეფერინი: "უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-06-2021, 09:49

ევროპულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი სიახლეა - უეფამ 2021/2022 ევროსათასო სეზონისთვის სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გააუქმა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპა ლიგაზე, კონფერენსლიგაზე, მათ შესარჩევ ციკლში, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ტურნირებზე, რომლებიც კი უეფას ეგიდით ტარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

"ამ საკითხზე განხილვა წლების განმავლობაში უეფას არაერთ შეხვედრაზე მიმდინარეობდა, თუმცა აზრი ყოველთვის ორად იყოფოდა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა დღეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ეს ადრე იყო.
ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, უეფას აღმასკომმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. შემდეგი სეზონიდან ახალი ტურნირიც იქნება, კონფერენსლიგა და ეს წესი იქაც იმოქმედებს", - თქვა უეფას პრეზიდენტმა.

კომენტარები
უეფას პრეზიდენტი: "რეალი, ბარსა და იუვე არიან ბავშვები, რომლებიც წვეულებაზე შეღწევას პოლიციის დახმარებით ცდილობენ"
უეფას პრეზიდენტი: "რეალი, ბარსა და იუვე არიან...
12-06-2021, 01:25
Breaking: UEFA სტუმრად გატანილი გოლის წესს აუქმებს
Breaking: UEFA სტუმრად გატანილი გოლის წესს აუქმებს...
31-05-2021, 02:26
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს"
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს...
27-04-2021, 12:13
"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი
"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს...
6-06-2021, 02:01
უეფას განცხადებას რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი ოფიციალური წერილით პასუხობენ
უეფას განცხადებას რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი...
10-05-2021, 01:48
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно