მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია

მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-06-2021, 01:27

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი მცველი, მარსელო, გუნდში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.
Marca-ს ინფორმაციით, მარსელო კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევა სცადა. 33 წლის ფეხბურთელს დაპირდნენ, რომ სანერვიულო არაფერია და ტუ მას დარჩენა სურს, პრობლემა არავის არ ექნება.
ამრიგად, მარსელო „რეალში“ კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მომავალ ზაფხულს, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
თავის მხრივ, მარსელოს გუნდში შენარჩუნების პირველი მსურველი „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იყო, რომელსაც ბრაზილიელთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან ასპარეზობს და ამ პერიოდში, გუნდთან ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა

კომენტარები
ვინ უკაპიტნებს „რეალს?“
ვინ უკაპიტნებს „რეალს?“...
12-06-2021, 01:24
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის ტრანსფერს ბლოკავს
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის...
11-06-2021, 12:30
ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი დატოვოს
ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი...
7-05-2021, 08:06
„რეალს“ მარსელოს ლონდონში წაყვანა 20 000 ევრო დაუჯდება!
„რეალს“ მარსელოს ლონდონში წაყვანა 20 000 ევრო...
1-05-2021, 10:09
იუვენტუსიდან სპორტინგში - რონალდუ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
იუვენტუსიდან სპორტინგში - რონალდუ კარიერის...
6-05-2021, 13:28
„ფლუმინენსეს“ ქომაგები მარსელოს ბრაზილიაში დაბრუნებას სთხოვენ
„ფლუმინენსეს“ ქომაგები მარსელოს ბრაზილიაში...
31-05-2021, 02:19
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно