დე ბრუინი რუსეთთან მატჩს გამოტოვებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
დე ბრუინი რუსეთთან მატჩს გამოტოვებს

დე ბრუინი რუსეთთან მატჩს გამოტოვებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-06-2021, 01:22

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს გამოტოვებს - აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა სახის ტრავმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, ლონდონის ჩელსის (0:1) მცველთან, ანტონიო რუდიგერთან შეჯახების შემდეგ მიიღო და აღდგენით პროცესს გადის.
ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში მონაწილეობის მიღებას შევძლებ. მცირე ტკივილს ჯერ კიდევ განვიცდი, თუმცა თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. დროდადრო მზის სათვალის ტარება მიხდება, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ მოვახერხებ, - დე ბრუინის სიტყვებს nieuwsblad-ი ციტირებს. 
ევრო 2020 სტარტს 11 ივნისს, იტალიის დედაქალაქში, "სტადიო ოლიმპიკოზე" თურქეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირსპირებით აიღებს. ხოლო, ბელგიის ნაკრები ტურნირს მეორე დღეს ჩაერთვება და პირველ შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მეორე შეხვედრას "წითელი ეშმაკები" 17 ივნისს, დანიის ნაკრებთან გამართავენ. ხოლო, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ფინეთის ეროვნული გუნდის (21 ივნისი) წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

კომენტარები
ვირჯილი ევრო 2020–ს გამოტოვებს
ვირჯილი ევრო 2020–ს გამოტოვებს...
13-05-2021, 07:30
ნიდერლანდების ნაკრების სერიოზული დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ
ნიდერლანდების ნაკრების სერიოზული დანაკლისი...
6-06-2021, 01:55
ევრო 2020-ის ფავორიტები სუპერკომპიუტერის ვერსიით
ევრო 2020-ის ფავორიტები სუპერკომპიუტერის ვერსიით...
6-06-2021, 01:56
ვერატის ევროპის ჩემპიონატზე თამაში საეჭვოა
ვერატის ევროპის ჩემპიონატზე თამაში საეჭვოა...
13-05-2021, 07:31
ხოჭოლავამ სკანდალურ მატჩში ტრავმა მიიღო
ხოჭოლავამ სკანდალურ მატჩში ტრავმა მიიღო...
7-05-2021, 08:01
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი? უეფამ ოთხეული წარადგინა
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო...
30-04-2021, 10:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно