"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი

"თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს", - ჩეფერინი

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 02:01

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი გააკრიტიკა.
როგორც ცნობილია, ანიელი უეფასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მუშაობდა, თუმცა ორგანიზაციას ზურგი აქცია და ფლორენტინო პერესთან ერთად, სუპერლიგის ერთ-ერთ შემქმნელად მოგვევლინა.
„მეგონა, რომ მეგობრები ვიყავით, ის კი თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. დამარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი იყო.
ვეჭვობდი თუ არა რაიმეს? ღოცა ადამიანი ოფისში შემოდის და იმეორებს: „არა, არა, ეს ყველაფერი სისულელეა“, რთულია მას არ დაუჯერო.
პირადად ჩემთვის, ეს ადამიანი აღარ არსებობს.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტი დასაწყისშივე ჩაიშალა - ამჟამად, მის ერთგულებას მხოლოდ სამი კლუბი აცხადებს - „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“.

კომენტარები
ჩეფერინი სუპერ ლიგის მომხრე სამი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას აპირებს
ჩეფერინი სუპერ ლიგის მომხრე სამი კლუბის...
9-05-2021, 10:39
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს"
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს...
27-04-2021, 12:13
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно