აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან! » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან!

აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან!

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 02:00

სამეფო კლუბი ნებისმიერ მწვრთნელთან, ნებისმიერი ხანგრძლივობით თანამშრომლობის დროს თავს იზღვევს და კონტრაქტში ხელფასის გადახდის პირობებს აყალიბებს. მაგალითად - რამდენ წლიანი ხელშეკრულებაც არ უნდა ჰქონდეს გაფორმებული გუნდის დამრიგებელს, ის თამამდებობიდან წასვლის შემთხვევაში მხოლოდ იმ რაოდენობის ხელფასს იღებს, რამდენიც კონკრეტულად იმ სეზონის დასრულებამდე უნდა გამოიმუშავოს. თუ სპეციალისტს 3 წლიანი კონტრაქტი აქვს და გუნდს მეორე სეზონის შუაში დატოვებს, ის მიიღებს მხოლოდ მეორე სეზონის თანხას და მესამე წლის შემოსავალი არ დაუფიქსირდება.

ანჩელოტის შემთხვევაში საქმე სხვა გარემოებასთან გვაქვს. დიახ, კარლიტომ „ევერტონთან“ შედარებით, „რეალში“ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა და მხოლოდ 6 მილიონს დათანხმდა, მაგრამ თუ მას „ბლანკოსი“ დროზე ადრე დაითხოვს, იტალიელის 3 წლის ხელფასის, ანუ 18 მილიონი ევროს ერთიანად გადახდა მოუწევს.

ზემოაღნიშნული გარემოება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის ახალი გუნდის მშენებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოყალიბება დაავალა.

კომენტარები
სერხიო რამოსის წასვლის შანსები იმატებს
სერხიო რამოსის წასვლის შანსები იმატებს...
12-05-2021, 13:59
რაშფორდი-მბაპე - ფეხბურთის აწმყო და მომავალი | მესი, თუ რონალდუ?
რაშფორდი-მბაპე - ფეხბურთის აწმყო და მომავალი |...
6-05-2021, 13:25
რეალი ზიდანის შემცვლელად 3 სპეციალისტს განიხილავს — ვის ანიჭებენ მადრიდელები უპირატესობას?
რეალი ზიდანის შემცვლელად 3 სპეციალისტს განიხილავს...
28-05-2021, 02:00
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს
ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა -...
4-05-2021, 01:30
პაუ ტორესი „რეალს“ ელოდება, უარის შემთხვევაში კი პრემიერლიგას მიაშურებს!
პაუ ტორესი „რეალს“ ელოდება, უარის შემთხვევაში კი...
1-05-2021, 10:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно