ჩავი: "ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჩავი: "ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი"

ჩავი: "ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი"

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:52

კანასკნელ პერიოდში, კატალონიის ბარსელონას მთავარ მწვრთნელის პოსტზე პრობლემები აქვს. გუნდი სპეციალისტებს ხშირად იცვლის, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ აღწევს.
უცხოური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ "ბლაუგრანა" თავისი ლეგენდის, ჩავი ერნანდესის მოწვევის ვარიანტს განიხილავდა, რომელიც ამჟამად ალ–სადის დამრიგებლად მუშაობს.
41 წლის ჩავიმ, სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო და ჯერ ევროპაშიც კი არ უმუშავია. Marca მის განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მან ბარსელონასგან შეთავაზება ორჯერ მიიღო და ორივე შემთხვევაში ამაზე უარი თქვა.
კლუბს ჰყავს მწვრთნელი – ეს არის რონალდ კუმანი. როგორც კი ქალაქში ჩავდივარ, ჟურნალისტები ჩემს შესახებ ბევრს წერენ. ვიღებ უამრავ შეტყობინებას, თუმცა არა. ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი. ამის გაკეთება ძალიან რთული იყო, თუმცა იქ სამუშაოდ შესაფერისი მომენტი არ არის.
რა თქმა უნდა, მე ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა თუ სიტუაცია შესაფერისი არ არის, შეთანხმება ვერ მოხერხდება.
ბარსელონაში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულმა ჟოან ლაპორტამ, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ, ნიდერლანდელ რონალდ კუმანს ნდობა გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის "ბარსას" 2021–22 წლების სეზონშიც უხელმძღვანელებს.

კომენტარები
მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის ხილვა სურს
მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის ხილვა სურს...
10-05-2021, 01:45
კუმანი დასაჯეს! ბარსელონა გადამწყვეტ მატჩებში მწვრთნელის გარეშე დარჩა
კუმანი დასაჯეს! ბარსელონა გადამწყვეტ მატჩებში...
1-05-2021, 10:06
10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ
10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ...
30-04-2021, 10:24
"მესი ბარსელონასთვის შეუცვლელი არ არის", - ლუის ენრიკე
"მესი ბარსელონასთვის შეუცვლელი არ არის", - ლუის...
30-04-2021, 16:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно