იუვენტუსს თავდამსხმელი სჭირდება – ალეგრი ორ კანდიდატზე ფიქრობს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
იუვენტუსს თავდამსხმელი სჭირდება – ალეგრი ორ კანდიდატზე ფიქრობს

იუვენტუსს თავდამსხმელი სჭირდება – ალეგრი ორ კანდიდატზე ფიქრობს

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:51

მას შემდეგ, რაც ტურინის იუვენტუსი ანდრეა პირლომ დატოვა და მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდა, იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბებერი ქალბატონის" ახალ დამრიგებელს, რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება სურს.
FOOTBALL-ITALIA–ს ცნობით, გარდა იმისა, რომ ტურინელები მილანიდან ჯანლუიჯი დონარუმას და ჰაკან ჩალჰანოღლუს უფასოდ დამატებას ცდილობენ, მათ გადაწყვიტეს, რომ პაულო დიბალა, ალვარო მორატა და ჯორჯო კიელინიც შეინარჩუნონ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
"იუვეს" ცენტრ–ფორვარდი კიდევ სჭირდება. ისინი ფიორენტინას 21 წლის სერბი ფეხბურთელის, დუსან ვლაჰოვიჩისა და პსჟ–ს არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის კანდიდატურებს განიხილავენ. 
ვლაჰოვიჩს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ს შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევრო გახლავთ. ის სერია ა–ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
28 წლის იკარდის ფასს კი რომელსაც სერია ა–ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, დაახლოებით 40–45 მილიონად აფასებენ. ფრანგული გამოცემები იტყობინებიან, რომ პსჟ მის გაყიდვას გეგმავს, თუმცა პარიზელთათვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს. ფეხბურთელის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა მზადაა, რომ ნებისმიერი მიღებული შეთავაზება განიხილოს.

კომენტარები
"5 მშობიარობა გადავიტანე, დღეს ისევ სრულყოფილი ვარ..." - ვარსკვლავის მეუღლის ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიცვა
"5 მშობიარობა გადავიტანე, დღეს ისევ სრულყოფილი...
9-05-2021, 10:38
დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და კაპიტნობა სურს
დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და...
31-05-2021, 02:23
მოურინიოს რომაში რეალის ფეხბურთელის წაყვანა სურს!
მოურინიოს რომაში რეალის ფეხბურთელის წაყვანა სურს!...
7-05-2021, 08:05
"ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი"... რომელი ვარიანტია საუკეთესო ხვიჩასთვის?
"ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი"... რომელი...
7-05-2021, 08:02
„იუვენტუსი“ ზიდანს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს
„იუვენტუსი“ ზიდანს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს...
12-05-2021, 13:58
ინგლისური გრანდები ლუკაკუს მიმართ ინტერესს იჩენენ – ბელგიელს ინტერში დარჩენა სურს
ინგლისური გრანდები ლუკაკუს მიმართ ინტერესს იჩენენ...
9-05-2021, 10:40
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно