თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2021, 23:30

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილესთან სოსო გიორგაძესთან ერთად, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

აღნიშნულ ფორმატში, მინისტრმა პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გამართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მის მოადგილეს ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს არსებული რესურსების გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობა დასახელდა. მხარეებმა აღინიშნეს,

რომ ფეხბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რაც კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. აქვე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის ზრდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდს, ასევე, 2023 წელს გასამართ 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომელებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. მატჩები თბილისში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც უეფა-ს უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები
9 აპრილს პატრიარქი რუსთაველიდან გაიქცა და ხალხს უღალატა – ლევან ბერძენიშვილი
9 აპრილს პატრიარქი რუსთაველიდან გაიქცა და ხალხს...
6-04-2021, 23:38
ᲓᲔᲛᲑᲔᲚᲔ ᲬᲘᲜ ᲛᲘᲘᲬᲔᲕᲡ - ᲠᲝᲛᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔᲐ ᲣᲡᲛᲐᲜᲘ "ᲑᲐᲠᲡᲐᲡ" ᲤᲠᲐᲜᲒ ᲑᲝᲛᲑᲐᲠᲓᲘᲠᲔᲑᲨᲘ
ᲓᲔᲛᲑᲔᲚᲔ ᲬᲘᲜ ᲛᲘᲘᲬᲔᲕᲡ - ᲠᲝᲛᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔᲐ ᲣᲡᲛᲐᲜᲘ...
6-04-2021, 23:53
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲓᲐᲐᲙᲚᲓᲐ ᲢᲔᲠ ᲨᲢᲔᲒᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲣᲠ ᲤᲝᲢᲝᲡ - ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲤᲐᲥᲢᲘ
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲓᲐᲐᲙᲚᲓᲐ ᲢᲔᲠ ᲨᲢᲔᲒᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲣᲠ ᲤᲝᲢᲝᲡ -...
6-04-2021, 23:50
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно