„იუვენტუსი“ ზიდანს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
„იუვენტუსი“ ზიდანს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს

„იუვენტუსი“ ზიდანს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-05-2021, 13:58

ტურინის „იუვენტუსში“ მთავარი მწვრთნელის ცვლილება გარდაუვალია. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელობის მოწვევაზე სერიოზულად მუშაობს, უმთავრესი კანდიდატი კი ზინედინ ზიდანი გახლავთ.

იტალიური გამოცემების ცნობით, „ბებერო ქალბატონი“ არჩევანს ალეგრისა და ზინედინს შორის გააკეთებს. თუ ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობება, სამსახურის გარეშე დიდხანს არ მოუწევს ყოფნა და გეზს ტურინისკენ აიღებს.

მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ზიდანს 3 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, სადაც მისი ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ, ზინედინი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას საჯაროს გახდის.

კომენტარები
„რეალს“ მარსელოს ლონდონში წაყვანა 20 000 ევრო დაუჯდება!
„რეალს“ მარსელოს ლონდონში წაყვანა 20 000 ევრო...
1-05-2021, 10:09
მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!
მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!...
27-04-2021, 12:10
ზიდანის წასვლის შემთხვევაში „ბლანკოსი“ ალეგრის დანიშვნას განიხილავს
ზიდანის წასვლის შემთხვევაში „ბლანკოსი“ ალეგრის...
10-05-2021, 01:52
ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი დატოვოს
ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი...
7-05-2021, 08:06
სერხიო რამოსის წასვლის შანსები იმატებს
სერხიო რამოსის წასვლის შანსები იმატებს...
12-05-2021, 13:59
პერესსა და რამოსს შორის ურთიერთობა დაიძაბა
პერესსა და რამოსს შორის ურთიერთობა დაიძაბა...
16-04-2021, 02:05
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно