
რანგნიკის საინტერესო კომენტარი: "რონალდუს შესახებ ეს ტენ ჰაგს უნდა ჰკითხოთ"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:39
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის ბოლო საშინაო მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა და "ბრენტფორდი" 3-0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, რომელიც ძალიან აქტიურობდა და გოლის გატანაც მოახერხა.
"კრიშტიანუ არ არის ცენტრალური ფორვარდი და მას არც სურს, რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს. თუ რონალდუს ცენტრში ათამაშებ, მაშნ 2 ფორვარდი უნდა ჰყავდეს.
მან დღეს შესანიშნავად ითამაშა, არა მხოლოდ გატანილი გოლის გამო. კრიშტიანუმ მოიპოვა პენალტი და გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა.
იქნება თუ არა ის მომდევნო სეზონში გუნდის ნაწილი? არ ვიცი, ეს კითხვა ტენ ჰაგს უნდა დაუსვათ, როცა ის აქ მოვა.
მნიშვნელოვანია ისიც, რას ფიქრობს კრიშტიანუ", - განაცხადა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ.
კომენტარები