
ანჩელოტი: "ლივერპულთან დაპირისპირება ჩემთვის დერბია"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:33
კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან" მოახლოვებულ ფინალზე ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში კიდევ ერთ დიდებულ გუნდს დავუპირისპირდები.
როგორც ფეხბურთელს „ლივერპულის" წინააღმდეგ 1984 წლის ფინალში მაქვს ნათამაშები, მწვრთნელის რანგში კი 2005 და 2007 წლებში დავუპირისპირდი, ახლა კიდევ ერთი მატჩი მელის.
ლივერპულში ორი წელი ვიცხოვრე. ჩემთვის ეს გარკვეულწილად დერბია, რადგან მე კვლავაც ევერტონელი ვარ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
„რეალში" დაბრუნებამდე, 2019-2021 წლებში იტალიელი „ევერტონის" მთავარი მწვრთნელი იყო.
კომენტარები