
"მათ ჩემპიონების იმიჯი შეცვალეს", - ეტო'ომ თავისი 3 საყვარელი სპორტსმენი დაასახელა
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:30
"რეალის", "ბარსელონას", "ინტერისა" და "ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ თავისი საყვარელი სპორტსმენები ჩამოთვალა.
ვეტერანი კამერუნელისთვის საუკეთესო კატალონიურ გრანდში მისი ყოფილი თანაგუნდელი, ლიონელ მესია, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს.
"ჩემთვის საუკეთესო მესია. არის კიდევ ორი ფენომენალური ბიჭი - უსეინ ბოლტი და რონალდინიო. მუდმივად იღიმიან, თავიანთი ასპარეზობით პუბლიკას ახარებენ".
"ჩემპიონთა იმიჯი შეცვალეს - საკუთარ თავში ჩაციკლული, პირქუში ადამიანების", - თქვა ეტო'ომ, ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მოგეხსენებათ, ვეტერანი აფრიკელი რონალდინიოსთან ერთადაც თამაშობდა - "ბარსელონაში", 2004 წლიდან 2008 წლამდე.
კომენტარები