
დიდი წმენდა იგეგმება - ჩელსიდან ზაფხულში შესაძლოა 11 ფეხბურთელი წავიდეს - ESPN
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:24
ლონდონის „ჩელსიში“ ზაფხულში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, ლონდონურ კლუბში ზაფხულში სერიოზული წმენდა გაიმართება და გუნდიდან შესაძლოა 11 ფეხბურთელი წავიდეს.
საუბარია შემდეგ მოთამაშეებზე: რუდიგერი, კრისტენსენი, კეპა, ასპილიკუეტა, ალონსო, ბარკლი, ლოფტუს ჩიკი, პულიშიჩი, ჰადსონ ოდოი, ვერნერი და ლუკაკუ.
რუდიგერის და კრისტენსენის წასვლა უკვე საბოლოოდ არის გადაწყვეტილი - გერმანელი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს, დანიელი კი - „ბარსელონაში“. ორივე მოთამაშე „ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ ტოვებს.
დანარჩენი 9 ფეხბურთელის მომავალი კი ჯერ გაურკვეველია და უცნობია, წავლენ თუ არა ისინი „ჩელსიდან“ და თუ კი - სად.
კომენტარები