"ჩემი ოცნება ყოველთვის რეალში თამაში იყო" - აზარმა ბოდიში მოიხადა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ჩემი ოცნება ყოველთვის რეალში თამაში იყო" - აზარმა ბოდიში მოიხადა

"ჩემი ოცნება ყოველთვის რეალში თამაში იყო" - აზარმა ბოდიში მოიხადა

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-05-2021, 08:04

„ჩელსისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ედენ აზარი „რეალის“ გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი გახდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, კამერებმა დააფიქსირეს ბელგიელი, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს ესაუბრებოდა და იცინოდა. ამან ფაქტმა კი „ბლანკოსის“ ქომაგთა გაღიზიანება გამოიწვია.
დღეს, ბელგიელმა შემტევმა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს მიმართა და ბოდიში მოუხადა.
„ვწუხვარ. დღეს ჩემს შესახებ უამრავი აზრი მოვისმინე. ჩემი მიზანი „რეალის“ ქომაგების განაწყენება არ ყოფილა. ჩემი ოცნება ყოველთვის „რეალში“ თამაში იყო. გადმოვედი და მიზანი გამარჯვებაა. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ახლა ჩვენ ლა ლიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ! „ჰალა მადრიდ!“
რას წერენ აზარზე სოციალურ ქსელში?
სოციალურ ქსელებში აზარის შესახებ აქტიურად წერენ და ძირითადად ასეთ კომენტარებს ვხვდებით - „მატჩის შემდეგ აზარის სიცილი ადასტურებს, რომ მან არ იცის, რომელ გუნდში თამაშობს“. „ალბათ, არ იცის, რომელ გუნდში თამაშობს“. „ეს საკუთარი კლუბისა და თანაგუნდელებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა“. „ედენ აზარს შესაძლოა, რეალი საერთოდ არ აინტერესებდეს“.
აქვე გეტყვით, რომ  Marca-მ ბელგიელის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მის გამოსვლას „სრული იმედგაცრუება“ უწოდა, რომლის გამოც პრობლემები ვინისიუსს შეექმნა.

კომენტარები
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", -...
7-04-2021, 02:04
"ჩელსიდან ერთი წლით ადრე უნდა წასულიყო, მაგრამ არა რეალში", - აზარის ექს-აგენტმა დაასახელა გუნდი, სადაც ის საუკეთესო გახდებოდა
"ჩელსიდან ერთი წლით ადრე უნდა წასულიყო, მაგრამ...
28-04-2021, 01:33
"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ
"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება...
4-05-2021, 01:31
ვასკესისთვის სეზონი დასრულდა - ესპანელმა მყესი დაიზიანა
ვასკესისთვის სეზონი დასრულდა - ესპანელმა მყესი...
12-04-2021, 01:30
კრიშტიანო რონალდუს „რეალში“ დავაბრუნებ - პრეზიდენტობის კანდიდატი!
კრიშტიანო რონალდუს „რეალში“ დავაბრუნებ -...
7-04-2021, 02:11
არავისი მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვშორდე - გიორგი ღოღობერიძის განცხადება
არავისი მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვშორდე -...
24-04-2021, 21:09
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно