"ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი"... რომელი ვარიანტია საუკეთესო ხვიჩასთვის? » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი"... რომელი ვარიანტია საუკეთესო ხვიჩასთვის?

"ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი"... რომელი ვარიანტია საუკეთესო ხვიჩასთვის?

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-05-2021, 08:02

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელით ევროპული გრანდები "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", ახლა უკვე "ინტერი" და "ატალანტა" ინტერესდებიან. ჩამონათვალში ასევე "დორტმუნდს", "ლიდს იუნაიტედსა" და "გლადბახსაც" შეხვდებით.  

ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციები დასავლურ მედიაში სისტემტურად ვრცელდება, Transfermarkt-ის გვერდზე ერთ დღეს კი ყველაზე მეტად ძებნადი ფეხბურთელიც გახლდათ. ქართველმა ვუნდერკინდმა ერლინ ჰოლანი და ლიონელ მესი ჩამოიტოვა..

გავრცელებული ინფორმაციები ხვიჩას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დღითიდღე უფრო და უფრო რეალური ხდება. "რუბინის" გენერალური დირექტორს, რუსტემ საიმანოვს ქართველი ტალანტის საკუთარ გუნდში

როგორც მინიმუმ კიდევ 1 სეზონით შენარჩუნება სურს, თუმცა მეორე მხრივ, ყაზანელები ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბებთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ. ახალგაზრდა ტალანტისთვის ყაზანურმა კლუბმა თავდაპირველად 15 მილიონი ევრო მოითხოვა, რამდენიმე დღის წინ კი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევრომდე გაზარდეს, თუმცა მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება თანხამ იმატოს ან იკლოს კიდეც. 

"რუბინი" ორიენტირებულია პერსპექტიული მოთამაშეების ევროპაში გაყიდვაზე, რადგან რუსეთის ჩემპიონატიდან თითო-ოროლა გუნდია, რომელსაც ხვიჩასთვის მოთხოვნილი თანხის გადახდა შეუძლია. 

"ბაიერნი" - ტრანსფერი ზრდისთვის

მანამ, სანამ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგას მიაშურებდა, მოლაპარაკებებს "რეკორდმაისტერთან" აწარმოებდა, თუმცა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა საბოლოოდ უარი განაცხადა. "ბაიერნმა" მაშინ ხვიჩაზე უარი თქვა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ქართველს თავი ჯერ სხვა ლიგაში უკეთ უნდა წარმოეჩინა. 

3 წლის შემდე გერმანული გუნდი კვარაცხელიას მიუბრუნდა და მოლაპარაკებები ხელმეორედ დაიწყო. ხვიჩას არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის საოცნებო გუნდი "ბაიერნი" და "რეალი" გახლავთ. 

თუმცა, გერმანული პრესა კვარაცხელიას ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს. ერთის მხრივ "რეკორდმაისტერს" ახალი ფლანგის შემტევის შეძენა არ აწყენს, რადგან მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ბრაზილიელ  დუგლას კოშტასთან არენდის ხელშეკრულებას ვადა გაუვა და  "იუვენტუსში" გადაბარგდება. 

მეორეს მხრივ, ხვიჩას გამოცდილება აკლია და კინგსლი კომანთან, სერჟ გნაბრისა და ლეროი სანესთან კონკურენცია გაუჭირდება. შესაძლოა ხვიჩას ბევრად დიდი ტალანტი ჰქონდეს, თუმცა ევროპის ტოპ 5 ლიგაში თავი ჯერ არ გამოუჩენია, რის გამოც "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ შესაძლებელია ისეთი ფეხბურთელის დამატება არჩიოს, რომელიც წამყვან ლიგაში თამაშობს და ამასთან, ასევე ბევრად გამოცდილი და შედეგიანია.

თუ სალიჰამიჯიჩი ქართველის შეძენას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით "რუბინში" აჯარის წესით კიდევ 1 წლით დატოვებს, ან შესაძლოა, ბუნდესლიგის რომელიმე გუნდში განათხოვროს. თუ ტრანსფერი განხორციელდა, და გუნდში დაიტოვეს, არ არის გამორიცხული, მცირე სათამაშო დრო მიეცეს, რაც მისასალმებელი არ რის.

"დორტმუნდი" - ოქროს ახალგაზრდებთან ერთად

ბორუსიელთა გუნდი "რეკორდმაისტერთან" შედარებით უკეთეს ვარიანტად ჩანს, თუმცა პრესა მის შესაძლო ყიდვაზე გაცილებით ნაკლებს წერს. "დორტმუნდის" სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდა ტალანტებთან შესანიშნავად მუშაობს, უცხადებენ ნდობას და თამაშისთვის სოლიდურ დროსაც აძლევენ, მაგრამ აღსანიშნი ერთი ფაქტია, ბორუსიელთათვის ხვიჩა უკვე ზრდასრულია, რადგან "ყვითლების" რიგებში 18 წლის ჯოვანი რეინა, 17 წლის ჯუდ ბელინგემი და 16 წლის იუსეფ მუკოკო ირიცხებიან, მათ ფონზე კი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი, ერლინ ჰოლანი ვეტერან მოთამაშედ მიიჩნევა. 

ახალგაზრდების გარდა, "დორტმუნდის" რიგებში მარკო როისი, ჯეიდონ სანჩო და ტორგან აზარი ირიცხებიან, რომლებიც იმავე პოზიციას იკავებენ, რასაც ხვიჩა. 

თუმცა ბორუსიელთა ფილოსოფია კვარაცხელიას შეეფერება - ქართველის ტექნიკა, სისწრაფე, ქარიზმა, ეს ის შემადგენელი კომპონენტებია, რომელიც დორტმუნდელთა რიგებში სათამაშოდაა საჭირო. თუმცა მხოლოდ შეტევითი ფაზაც არაა საჭირო, რადგან თანამედროვე ფეხბურთის ერთერთი მთავარი კომპონენტი პრესინგის თამაშია, ხვიჩას არც აქ უჭირს, რასაც "რუბინის" ამჟამინდელი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკიც ადასტურებს: "ქართველი ბალერინა-დრიბლიორი ნამდვილად არ არის".

სერია A - ჩვეული მარშრუტი (რუსეთიდან იტალიის ჩემპიონატში)

ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი თამამად აცხადებს, რომ ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელს იტალიის სერია A-ს გრანდები, "მილანის", "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, ამ დროისთვის კი სიტუიაციას აკვირდებიან. რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეები იტალიის სერია A-ში გადადიან, მაგალითად, მირანჩუნი და კოკორინი... თუმცა აპენინის ნახევარკუნძულზე კარიერა ვერცერთმა ვერ აიწყო.

"ბებერი ქალბატონის" რიგებში ქართველი შემტევის წარმოდგენა რთულია, მართალია ანდრეა პირლო გუნდის გაახალგაზრდავებას ცდილობს, რითაც გუნდს უფრო მეტად შემტევს გახდის, ამ მხრივ კი კვარაცხელიას ტურინში გადაბარგება კარგია, თუმცა აღსანიშნი ერთი ფაქტია: იტალიის სერია A-სა და განსაკუთრებით წამყვან გუნდებში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ამის კარგი მაგალითი ალექსეი მირანჩუკია, მიუხედავად მისი ჭკვიანური თამაშის სტილისა და შესაძლებლობისა, "ატალანტასა" და გასპერინის სისტემაში თავი ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა და ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსი ფეხბურთელი უკვე 7 თვეა ბერგამოელთა რიგებში ირიცხება. 

პრესა "მილანის" გუნდზე უფრო მეტს წერს, ვიდრე თუნდაც "ნაპოლისა" და "იუვენტუსზე". "შავ-წითლებს" ხვიჩა ძალიან მოუხდებოდა და მეტიც, "როსონერის" შემტევებს დიდ კონკურენციასაც გაუწევდა. სტეფანო პიოლის ფილოსოფიიდან გამომდინარე, კვარაცხელიას მსგავსი სტილის ფეხბურთელი მილანელებს ნამდვილად დაამშვენებდა, კარგ დრიბლიორს ამ გუნდში ძალიან აფასებენ, მეტიც, "მილანი" თამაშში შესრულებული დრიბლინგით იტალიის სერია A-ში მე-3 ადგილზეა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ "იუვენტუსს" ხვიჩას შეძენა რეალურად სურს და სატრანსფერო თანხაც დაასახელა (20 მილიონი ევრო), მაგრამ ალბათ შემტევისთვის "ბერერი ქალბატონი" მთლად იდეალური ვარიანტი არაა, რადგან ევროპაში თავის დასამკვიდრებლად სჯობს მეტი ითამაშოს, ხოლო შემდეგ შევიდეს კონკურენციაში.

პრემიერლიგაში მოასპარეზე "ლიდსში"?

"ლიდს იუნაიტედი" 34 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-11 ადგილზეა, გატანილი და გაშვებული ბურთები კი 50-52 გახლავთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გუნდი ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, არ ერიდება შეტევას და მაღალ სისწრაფეს. გუნდის სათამაშო ტაქტიკა 4-1-4-1 გახლავთ, მარცხენა ფლანგიდან კი ჰელდერ კოშტა (მარჯვენა ფრთიდანაც შეუძლია თამაში) და ჯეკ ჯარისონი თამაშობენ. ჰელდერს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე ასისტი აქვს დაგროვებული, ჯეკს კი 7 გოლი და 6 ასისტი, რეალურად ჰარისონის შედეგი საკმაოდ მსუყეა, რადგან მონაწილეობა 13 გოლში მიიღო, თუმცა "ბაიერნისგან" განსხვავებით ხვიჩა ამ სქემაში მარტივად ჩაჯდება. ამას დამატებული გულშემატკივრებს ქართველი შემტევის დამატება სურთ და სხვადასხვა სახალისო კომენტარსაც ვკითხულობთ.

და იქნებ დარჩეს?

შესაძლო ტრანსფერთან ერთად ისიც განიხილება, რომ ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში დარჩეს. შესაძლოა, ევროპული გუნდების ინტერესი პრესამ გააბუქა და არცერთმა კლუბმა კვარაცხელია პრიორიტეტად არ ჩათვალოს და მეტიც, არც კი შეიძინონ, ამ შემთხვევაში "რუბინს" შეიძლება შეთავაზება სანკტ პეტერბურგის მდიდარმა კლუბმა, "ზენიტმა" გაუკეთოს, რომლის წარმომადგენელმაც უკვე განაცხადა, რომ ხვიჩათი დაინტერესდნენ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მისი დახმარებით ითამაშონ. თუმცა თვითონ ხვიჩა თავისი ევროპული ამბიციით ძნელი წარმოსადგენია, რომ "ზენიტის" რიგებში ვიხილოთ, ფეხბურთელი ან გადავა ევროპაში ან დარჩება ლეონიდ სლუცკისთან, სანამ დასავლეთისთვის კიდევ უფრო მეტად არ გახდება მოთხოვნადი. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყაზანელებს კარგი შანსი აქვთ ევროპის ლიგასა და მეტიც, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც რომ მოიპოვონ, ეს უკანასკნელი ცოტა რთულია, მაგრამ არა გამორიცხული. 28 ტურის შემდეგ "რუბინი" 49 ქულით მე-4 ადგილს იკავებს  ამრიგად, 8 მაისს "ტულასთან" დაპირისპირებაში ბევრი რამ გაირკვევა, ლეონიდ სლუცკის შეგირდებს ამ შეხვედრის მოგება "საციცოცხლოდ" სჭირდებათ. 

საბოლოოდ, ხვიჩას კარგი თამაში ევროპაში უკვე კარგადაა ცნობილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, თუმცა ახლა საჭიროა სწორი გათვლა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივი პრაქტიკა სჭირდება, რათა საკუთარი თამაშის დონე უფრო მაღლა ასწიოს და პოტენციალი მეტად გამოავლინოს. 

წყარო: sportbox

კომენტარები
Tuttosport: "კვარაცხელია ტალანტია, რომელიც "იუვენტუსის" ახალგაზრდულ პროექტს შეესაბამება"
Tuttosport: "კვარაცხელია ტალანტია, რომელიც...
12-04-2021, 01:11
სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის გალიაში ვერ გამოამწყვდევ”
სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის...
25-04-2021, 08:52
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები კვარაცხელიას მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები...
10-04-2021, 01:36
ტრანსფერები | ჰაალანდს ლაპარაკი აუკრძალეს! დორტმუნდი 150 მილიონზე თანახმაა
ტრანსფერები | ჰაალანდს ლაპარაკი აუკრძალეს!...
28-04-2021, 01:43
მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის სუპერ ლიგის კლუბების წინააღმდეგ?
მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის...
25-04-2021, 09:02
აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს
აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს...
21-04-2021, 02:26
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно