"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ

"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:31

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, გარეტ ბეილმა, რომელიც ამ სეზონს იჯარით „ტოტენჰემში“ ატარებს, გუნდის ცვლილება შეაფასა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო გაუშვეს.

„დეზები“ სეზონის ბოლომდე 29 წლის მწვრთნელმა, რაიან მეისონმა ჩაიბარა. გუშინ, 2 მაისს, ბეილმა პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „შეფილდ იუნაიტედს“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, „ტოტენჰემმა“ კი 4:0 მოიგო.

„ჩვენ უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მეტოქის კართან უფრო ახლოს ვმოქმედებთ, რაც უფრო მეტი გოლის გატანის შესაძლებლობას იძლევა. ახლა ნამდვილი „ტოტენჰემისთვის“ შესაფერის ფეხბურთს ვთამაშობთ.

რაც შემეხება უშუალოდ მე, თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ადრეც მითქვამს, რომ უბრალოდ რამდენიმე მატჩის სტაბილურად ჩატარება მჭირდება. კმაყოფილი ვარ და როცა მე კმაყოფილი ვარ, კარგადაც ვთამაშობ.

სასტარტო სასტვენის შემდეგვე კარგი თამაში გამოვიდა. კარგ პრესინგს მივმართავდით, ბურთსაც ვფლობდით და ლამაზი ფეხბურთიც ვითამაშეთ. ჰეთ-ტრიკის გაფორმება კი ყოველთვის კარგი ბონუსია.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს Sky Sports.
 

კომენტარები
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია, დამსახურებულად მოვიგეთ"
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია,...
12-04-2021, 01:19
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", -...
7-04-2021, 02:04
'უფრო რთული იქნება, ვიდრე ბაიერნთან' - პოჩეტინო სიტისთან მატჩზე
'უფრო რთული იქნება, ვიდრე ბაიერნთან' - პოჩეტინო...
28-04-2021, 01:42
ზიდანი: "რეალი 1/2 ფინალშია და ბედნიერი ვარ"
ზიდანი: "რეალი 1/2 ფინალშია და ბედნიერი ვარ"...
15-04-2021, 15:57
უნიკალური მიღწევა! მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ისტორიაში შევიდა
უნიკალური მიღწევა! მოჰამედ სალაჰი ლივერპულის...
25-04-2021, 01:07
"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის ვრცელი ინტერვიუ
"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის...
16-04-2021, 02:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно