ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს

ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:30

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, პროფესიული საქმიანობა შესაძლოა განსხვავებულ ადგილას წამოიწყოს.

ამ დრომდე, რინოს შვეიცარიულ „სიონში“ და სერია ა-ს სხვადასხვა გუნდებში აქვს ნამუშევარი, რომელთაგან ყველაზე ცნობილები „მილანი“ და „ნაპოლი“ არიან. ამ უკანასკნელთან ლეგენდარულ ექს-ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

Area Napoli-ს თუ დავუჯერებთ, გატუზოს საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინული „შახტარის“ ხელმძღვანელობა განიხილავს. თუმცა, დონეცკელები არ არიან რინოს ერთადერთი მსურველები - გავრცელებული ინფორმაციით, მისით „ტოტენჰემი“ და „ფიორენტინაც“ ინტერესდება.

როგორც ირკვევა, „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მწვრთნელის დღის წესრიგში აღარც დგას - ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს განურჩევლად იმისა, მოხვდებიან ნეაპოლიტანელები ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ვერა.

გატუზოს გარდა, „შახტარი“ „სასუოლოს“ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბისაც ეპატიჟება, რომლის კანდიდატურაზეც ფსონს გუნდის დირექტორი, დარიო სრნა აკეთებს.

კომენტარები
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
იუვენტუსმა პირლოს ულტიმატუმი წაუყენა - იტალიელი გაშვებასთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა
იუვენტუსმა პირლოს ულტიმატუმი წაუყენა - იტალიელი...
28-04-2021, 01:40
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს"
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს...
27-04-2021, 12:13
"დილით მირეკავს და მეკითხება - სად ხარ, მე უკვე ვმუშაობ", - იბრამ პიოლისთან ურთიერთობაზე ისაუბრა
"დილით მირეკავს და მეკითხება - სად ხარ, მე უკვე...
25-04-2021, 01:08
ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი...
27-04-2021, 12:14
ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია - AS
ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი...
27-04-2021, 17:06
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно