"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე? » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე?

"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე?

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:27
„ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, გამოთქვა იმედი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გუნდიდან წასვლას არ გადაწყვეტს.

„არანაირი გეგმა „ბ“ არ გაგვაჩნია, მხოლოდ გეგმა „ა“, იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს, რომ კონტეს ციკლი „ინტერში“ გაგრძელდება.
მას გუნდთან, კლუბსა და გულშემატკივრებთან საუცხოო ურთიერთობა აქვს, ეს ყველაფერი პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
ჩვენ მთელი წინა სეზონის მანძილზე ვპროგრესირებდით, როდესაც „იუვენტუსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩით და ევროპა ლიგის ფინალამდე მივედით. 
წელს კი, კონტემ გუნდს თავისი საჩემპიონო პრინციპები მოახვია თავს, რაც წარმატებისთვის ფუნდამენტური აღმოჩნდა.

ანტონიო - გამარჯვებულია და ამ სეზონში არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. ის გახსნილი და პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.“ - აღნიშნა მაროტამ.

სეზონის მანძილზე, კონტე ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა, მათ შორის - სატარნსფერო პოლიტიკით.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა" იტალიის ჩემპიონობა გუშინ ოფიციალურად გაინაღდა, მას შემდეგ, რაც „ატალანტამ" თავისი მატჩი ვერ მოიგო.


კომენტარები
"შეუძლია, ინტერვიუები თუნდაც ყოველდღე არიგოს", - ბორუსიას თავმჯდომარემ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრა
"შეუძლია, ინტერვიუები თუნდაც ყოველდღე არიგოს", -...
4-05-2021, 01:32
სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის გალიაში ვერ გამოამწყვდევ”
სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის...
25-04-2021, 08:52
ჯერემი:,,თუ ზიზუ ლიგას კიდევ მოიგებს, უკონკურენტო გახდება"
ჯერემი:,,თუ ზიზუ ლიგას კიდევ მოიგებს, უკონკურენტო...
27-04-2021, 12:11
კიელინი: "გვარდიოლა მართალი იყო - ამ გუნდთან თამაში კბილის ექიმთან წასვლას ჰგავს"
კიელინი: "გვარდიოლა მართალი იყო - ამ გუნდთან...
18-04-2021, 01:48
ვის უფრო რთული კალენდარი აქვს? ლა ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება
ვის უფრო რთული კალენდარი აქვს? ლა ლიგაში...
12-04-2021, 01:24
''სუპერ ლიგის განხილვაში არავინ ჩართეს და მხოლოდ თავად გადაწყვიტეს''
''სუპერ ლიგის განხილვაში არავინ ჩართეს და მხოლოდ...
19-04-2021, 15:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно