
ოქროს სიტყვები - რას ეუბნებოდა რონალდუს ელანგას მატჩის დასრულების შემდეგ
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 01:23
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მიდლსბრომ" გამარჯვებული 120 წუთში ვერ გამოავლინეს, რის გამოც მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა.
გუნდები უშეცდომოდ მიდიოდნენ, თუმცა ენტონი ელანგამ დარტყმა გააცუდა და საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე "მიდლსბრო" გავიდა.
მატჩის შემდეგ, ელანგას "იუნაიტედის" ფეხბურთელები ამშვიდებდნენ, ყველაზე მეტად კი კრიშტიანუ რონალდუ აქტიურობდა.
"შენს თავს ნუ ადანაშაულებ, ეს ჩემი ბრალია, მე პენალტი უნდა გამეტანა", - ბრიტანული მედიის თქმით, რონალდუ ელანგას ამას ეუბნებოდა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ ძირითად დროში თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.
კომენტარები