ჯანო: ,,ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები დინამოსა და ნაკრებს დავეხმარო” » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჯანო: ,,ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები დინამოსა და ნაკრებს დავეხმარო”

ჯანო: ,,ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები დინამოსა და ნაკრებს დავეხმარო”

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2021, 11:49
,დინამო თბილისის” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ, დედაქალაქურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა. ნახევარმცველის თქმით, ახლა სრულიად ჯანმრთელია და მზადაა, ,,დინამოსა” და საქართველოს ნაკრებს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს:

,,დინამო ისტორიული გუნდია, მოხარული ვარ, რომ ამ დიდ კლუბში თამაშის საშუალება მომეცა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბიჭები კარგად დამხვდნენ, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს ვიცნობდი.



რაც შეეხება აქაურ გარემოს, ევროპის დონის ბაზაა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ,,დინამოელმა” მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს.
,,დინამო” მოქმედი ჩემპიონია და აქ მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა, ჩემი გამოცდილებით ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს ამ მიზნების მიღწევაში დავეხმარო. რაც მთავარია, ევროთასებზე გვიწევს ასპარეზობა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ეტაპამდე მაინც მივიდეთ და გულშემატკივრები გავახაროთ.


,,ანორთოსისში” მიღებული ტრავმა გამირთულდა, წავედი ევროპაში, კვლევები ჩავიტარე, ვიმკურნალე და დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ.


 ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები, აღვიდგინო სათამაშო ფორმა, რათა ,,დინამოსა” და საქართველოს ნაკრებს დავეხმარო,” – განაცხადა ანანიძემ.

ჯანომ ,,დინამოსთან” 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნახევარმცველი თბილისურ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კომენტარები
ვცდილობ, მაქსიმალურად კარგი დედა ვიყო ჩემი შვილებისთვის... რაც მე მომაკლდა ბავშვობაში, ათი ათასი პროცენტით მათ მივცე..." - თამო ვაშალომიძე
ვცდილობ, მაქსიმალურად კარგი დედა ვიყო ჩემი...
21-04-2021, 20:38
კახა კალაძე: “პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ..
კახა კალაძე: “პირობას გაძლევთ, ყველაფერს...
10-04-2021, 19:43
პაუ ტორესი „რეალს“ ელოდება, უარის შემთხვევაში კი პრემიერლიგას მიაშურებს!
პაუ ტორესი „რეალს“ ელოდება, უარის შემთხვევაში კი...
1-05-2021, 10:07
პეპე: "იუვენტუსს" აღარც ვიხსენებთ, წინ "ჩელსისთან" მატჩებია
პეპე: "იუვენტუსს" აღარც ვიხსენებთ, წინ...
7-04-2021, 02:09
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები კვარაცხელიას მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
"დინამოდან არის, როგორც კალაძე", - იტალიელები...
10-04-2021, 01:36
პოლიტიკაში ჩართვას ერთჯერადი პროექტის სახით ვაპირებ“ – იქნება თუ არა გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში
პოლიტიკაში ჩართვას ერთჯერადი პროექტის სახით...
24-04-2021, 12:57
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно