
მთავარი ოცნება ჰოლანდია, თუმცა ბარსელონამ ნორვეგიელის ორ ალტერნატიულ ვარიანტსაც მიაგნო
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-01-2022, 01:53
ბარსელონა“ და მისი მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი ოცნებობენ ტოპ-თავდამსხმელის შეძენაზე, რომელიც გუნდის ახალი პროექტის ლიდერი გახდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსასთვის“ პრიორიტეტული სამიზნე - ერლინგ ჰოლანდია „დორტმუნდიდან“. თუმცა, კატალონიური გუნდი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ნორვეგიელის გადაბირება ვერ მოხერხდა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ხავის სიმპათიებს იწვევს - „ფიორენტინას“ შემტევი დუშან ვლაჰოვიჩია, რომელიც ბოლო ორი სეზონია სერია ა-ში რეკორდული რაოდენობის გოლებს იტანს.
მეორე ფორვარდი, რომელიც „ბარსელონას“ ყურადღებას იქცევს, „სოსიედადის“ შვედი ალექსანდრ ისაკია.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სტატუსი „ალტერნატიულია“, წყარო აზუსტებს, რომ „ბარსელონასთვის“ ჩამოთვლილთაგან არცერთი ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის შეძენისთვის „ბარსელონას“ გარდა სხვა ევროპული გრანდებიც ცდილობენ.
კომენტარები