"ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე", - იუვენტუსის დირექტორი დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე", - იუვენტუსის დირექტორი დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე

"ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე", - იუვენტუსის დირექტორი დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე

ახალი ამბები
19-01-2022, 01:50

„იუვენტუსის“ დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ გუნდის წამყვანი ფეხბურთელების კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
როგორც იცით, „იუვეს“ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის პაულო დიბალასაც ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ გუნდს არგენტინელთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა შეთავაზება უკან გაიწვია და ფეხბურთელისთვის ხელფასის დაკლების ვარიანტს განიხილავს.
„დიბალას თაობაზე ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე, თებერვალში დავილაპარაკებთ, ისევე როგორც კუადრადოსთან, დე შილიოსთან და ბერნარდესკისთან. დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ფეხბურთელების კონტრაქტებზე გადაწყვეტილება მივიღოთ.“ - ციტირებს არივაბენეს სიტყვებს Mediaset.
რამდენიმე დღის წინ დირექტორმა ღიად განაცხადა, რომ დიბალამ საფეხბურთო მოედანზე უნდა დაიმსახუროს ის ფული, რომელსაც მას „იუვენტუსი" უხდის. 


კომენტარები
მიზეზი, რის გამოც იუვენტუსსა და დიბალას შორის კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ გადაიდო
მიზეზი, რის გამოც იუვენტუსსა და დიბალას შორის...
23-12-2021, 01:15
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი: "დიბალა გუნდში რონალდუს ყოფნის დროს ჩრდილში იყო"
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი: "დიბალა გუნდში...
5-11-2021, 01:13
"მანჩესტერისგან ფასდაკლებას არ ველოდებით", - იუვენტუსის დირექტორი მარსიალის იჯარაზე ალაპარაკდა
"მანჩესტერისგან ფასდაკლებას არ ველოდებით", -...
19-01-2022, 01:49
მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსიდან აბარგების შანსები იზრდება
მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსიდან აბარგების...
14-01-2022, 01:38
არავითარი პრემიერ ლიგაში დაბრუნება - მოდრიჩის მომავალი გაირკვა
არავითარი პრემიერ ლიგაში დაბრუნება - მოდრიჩის...
12-01-2022, 01:32
"სულ გვეუბნება, რა უნდა", - ბარსელონას დირექტორმა დემბელეს კონტრაქტზე ისაუბრა
"სულ გვეუბნება, რა უნდა", - ბარსელონას დირექტორმა...
19-12-2021, 01:21
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно