"ჩელსი" ჰოლანის შესაძენად 12 ფეხბურთელს ყიდის » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ჩელსი" ჰოლანის შესაძენად 12 ფეხბურთელს ყიდის

"ჩელსი" ჰოლანის შესაძენად 12 ფეხბურთელს ყიდის

ახალი ამბები / ფეხბურთი
1-05-2021, 01:24
ლონდონის "ჩელსის" დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ ერლინ ჰოლანის ხელში ჩაგდება ისე უნდა, რომ მზად არის ნორვეგიელის ტრანსფერისთვის 12 ფეხბურთელი გაყიდოს.

ყველა ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელები 230 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ, ეს ფული კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ "ჩელსის" ნორვეგიელის ხელში ჩასაგდებად კონკურენტები აღარ ჰყავდეს. ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი კი ტედმი აბრაჰამის უნდა იყოს, რომელიც 46 მილიონ ევროდ არის შეფასებული. თავდამსხმელით "ვესტ ჰემი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებულნი. კურტ ზუმა (34 მილიონი) შესაძლოა, "ევერტონში" გადავიდეს, ფიკაო ტომორის (28 მილიონი) გამოსყიდვით კი "მილანია" დაინტერესებული.

ასევე, აბრამოვიჩის

კლუბს სურს დაემშვიდობოს რუბენ ლოფთუს-ჩიქს (28 მლნ), როს ბარქლის (23 მლნ), მიჩი ბატშუაის (17 მლნ), დავიდე ზაპაკოსტას (11,5 მლნ), ვიქტორ მოზესს (9 მლნ), ბობი რაჰმანს (8 მლნ), კენედის (5,7 მლნ), დენი დრინქუოთერს (5,7 მლნ) და აიკა უგბოს (5,7 მლნ).

Transfermarkt-ი ჰოლანს 110 მილიონ ევროდ აფასებს. "ჩელსიმ" კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "რეალთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

კომენტარები
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს ტრანსფერისთვის კრედიტი აიღო?!
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს...
25-04-2021, 01:06
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო...
18-04-2021, 01:49
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი? უეფამ ოთხეული წარადგინა
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო...
30-04-2021, 10:29
კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი რონალდუსგან ათეულობით მილიონს ითხოვს
კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი...
30-04-2021, 10:27
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს"
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს...
27-04-2021, 12:13
10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ
10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ...
30-04-2021, 10:24
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно