"ათასობით ადამიანი დაიღუპა", - კანტონა ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის ყურებას არ აპირებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ათასობით ადამიანი დაიღუპა", - კანტონა ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის ყურებას არ აპირებს

"ათასობით ადამიანი დაიღუპა", - კანტონა ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის ყურებას არ აპირებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
14-01-2022, 01:34

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს არ უყურებს.

"სიმართლე გითხრათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი დიდად არ მაინტერესებს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი მუნდიალი არ არის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ტურნირი ჩატარდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიცია ფორმირების პროცესში იყო, - მაგალითად, რუსეთსა და ჩინეთში. ეს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებს ეხება".

"მაგრამ ყატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. წინააღმდეგი არ ვარ, მნიშვნელოვანი ტურნირები ჩავატაროთ ქვეყნებში, სადაც არის შანსი, რომ ფეხბურთი განვითარდეს და მისი პოპულარიზაცია მოხდეს. ისე, როგორც ეს სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ში მოხდა".

"აშშ-ში გოგონებს შორის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია, სამხრეთ აფრიკიდან მიგრანტები ჩადიან. ფეხბურთისთვის აქ დიდი პოტენციალია. ამჟამად აშშ-ში ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელსაც უმეტესწილად პროფესიონალურ დონეზე თამაშობენ. მაგრამ ყატარში ეს პოტენციალი არ შეიმჩნევა. ვფიქრობ, ამ შეთხვევაში ყველაფერი ფულს ეხება".

"ყველაფერს ფული წყვეტს, ხოლო იმ ხალხს, ვინც სტადიონებს აშენებდა, საშინლად ეპყრობოდნენ. ათასობთ ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ამ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ".

"ამ მუნდიალს არ ვუყურებ", - ციტირებს კანტონას სიტყვებს Daily Mail-ი.

კომენტარები
რონალდუ: "არანაირი თავის მართლება, პორტუგალია ყატარში ითამაშებს"
რონალდუ: "არანაირი თავის მართლება, პორტუგალია...
16-11-2021, 01:34
ვენგერი: "სალაჰი ქუჩის ფეხბურთს დიდ ფეხბურთში თამაშობს"
ვენგერი: "სალაჰი ქუჩის ფეხბურთს დიდ ფეხბურთში...
9-11-2021, 01:20
"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა
"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ...
11-09-2021, 10:14
ანჩელოტი: "ფიფამ და უეფამ გუნდების გრაფიკში რამე უნდა შეცვალონ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება"
ანჩელოტი: "ფიფამ და უეფამ გუნდების გრაფიკში რამე...
9-10-2021, 20:06
კავანი: "მანჩესტერის სიმბოლო ჩემთვის კანტონა არის"
კავანი: "მანჩესტერის სიმბოლო ჩემთვის კანტონა არის"...
20-09-2021, 20:07
'მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს' - ჩეფერინი ფიფას აკრიტიკებს
'მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს' - ჩეფერინი...
7-09-2021, 05:04
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно