კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი რონალდუსგან ათეულობით მილიონს ითხოვს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი რონალდუსგან ათეულობით მილიონს ითხოვს

კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი რონალდუსგან ათეულობით მილიონს ითხოვს

ახალი ამბები / ფეხბურთი
30-04-2021, 10:27
ყოფილ ამერიკელ მოდელს, კეტრინ მაიორგას, რომელმაც აქამდე "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ძალადობაში დაადანაშაულა, პორტუგალიელისგან კომპენსაციის სახით 56,5 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 79 მლნ დოლარი) მიღება სურს, წერს Mirror.

35 წლის მოდელის თქმით, 18 მილიონი "წარსულში მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის", 18 მილიონი - "სამომავლო ტკივილისა და ტანჯვისთვის", კიდევ 18 მილიონი კი საჯარიმო სანქციების სახით იმსახურებს. გარდა ამისა, 2,5 მილიონს - იურიდიული მოსაკრებლის სახით.

მაიორგა ირწმუნება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წელს, ლას ვეგასში გააუპატიურა. 2017 წელს, გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2010 წლის იანვარში რონალდუმ დიდი თანხა გადაიხადა იმისათვის, რათა სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან თავი აერიდებინა. მხარეები გაუთქმელობაზე შეთანხმდნენ.

2018 წლის ოქტომბერში ლას ვეგასის პოლიციამ რონალდუს წინააღმდეგ საქმე აღძრა. თუმცა, 2020 წლის ზაფხულში ნევადის შტატის პროკურატურამ ფეხბურთელისთვის ბრალის წაყენებაზე უარი განაცხადა, საკმარისი დამამტკიცებელი საბუთების არქონის გამო.

გასული წლის ოქტომბერში მაიორგამ თქვა, რომ ვერ შეძლო 2010 წელს გაუთქმელობასთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებში გარკვევა. თუ სასამართლოში ამას დაამტკიცებს, რონალდუს ჩვენების მისაცემად დაიბარებენ.

კომენტარები
"ნეტავ, ბევრი ასეთი პრობლემა გვქონდეს", - კიელინიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა
"ნეტავ, ბევრი ასეთი პრობლემა გვქონდეს", -...
18-04-2021, 01:50
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო...
18-04-2021, 01:49
იტალიელმა ბებომ ქართველ მომვლელს 3.7 მილიონი ევრო უანდერძა?! – რას ყვებიან ემიგრანტები
იტალიელმა ბებომ ქართველ მომვლელს 3.7 მილიონი ევრო...
19-04-2021, 19:44
პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა
პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა...
25-04-2021, 09:00
რონალდუმ "იუვენტუსის" მაისური გაიხადა და მოედანზე დააგდო
რონალდუმ "იუვენტუსის" მაისური გაიხადა და მოედანზე...
12-04-2021, 01:12
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს ტრანსფერისთვის კრედიტი აიღო?!
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს...
25-04-2021, 01:06
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно