10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ

10 მილიონი ერთი ღამის სანაცვლოდ

ახალი ამბები / სხვა
30-04-2021, 10:24
ინტიმური ურთიერთობა ფულის სანაცვლოდ გასაკვირი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. ამ მეთოდს ნებისმიერი პროფესიის ადამიანები ადრეც მიმართავდნენ, აწყმოშიც ხდება და მომავალშიც კიდევ არაერთხელ იქნება. მოკლედ, ამ ამბავში კრიმინალი არაფერია თუ რა თქმა უნდა ეს ნებაყოფლობით ხდება.

მსგავს სიტუაციებში მანდილოსანი სპორტსმენებიც აღმოჩენილან. მსოფლიო სპორტს არაერთი ლამაზმანი ჰყავს, რომელთა მიმართ ვნებასაც რიგითი გულშემატკივრები დაუფარავად გამოხატავენ. მითუფრო 21-ე საუკუნეში, როდესაც ინტერნეტ სამყაროში არაერთი სოციალური ქსელია და ამა თუ იმ სპორტსმენთან დაკავშირებაც გაცილებით გამარტივებულია.



ერთია შეთავაზება, მაგრამ მეორე არაკანონიერი ქმედება და შანტაჟი, რაც თავისთავად დაუშვებელი და მიუღებელია. სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა რუსი მძლეოსანი ანასტასია მალიშევა, რომელიც ერთ-ერთ თაყვანისმცემელს გულში იმდენად ჩავარდნია, რომ 10 მილიონი რუბლის გაღებაზეც თანახმა იყო, ოღონდ 20 წლის სპორტსმენი საკუთარ მკლავებში ენახა.
ბიჭმა სპორტსმენისგან უარი მიიღო, რამაც ის ისე გააბრაზა, რომ შანტაჟზე გადავიდა.

„შანტაჟის მსხვერპლი გავხდი. ჩემი ინსტაგრამის გვერდის ერთ-ერთმა გამომწერმა მასთან სექსის სანაცვლოდ 10 მილიონი რუბლი შემომთავაზა. უარი ვუთხარი, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და მუქარაზე გადავიდა.
დიდხანს ვცდილობდი მისთვის აღარ მეპასუხა, თუმცა ის მაინც არ ისვენებს. მეუბნება, რომ ჩემზე ბევრი დრო დაკარგა და არც ზოგადად უარს არის შეჩვეული. ამბობს, რომ თავმოყვარეობა შეელახა და მემუქრება თუ მის წინადადებას არ დავთანხმდები, ჩემს ფოტოებს არასასურველ საიტებზე გაასაჯაროებს, სადაც ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ე.წ. „ესკორტ გოგონები“ არიან. ასე რომ, მელოდეთ ერთ-ერთ ესკორტ მანდილოსნად და არ გაგიკვირდეთ თუ იქ აღმომაჩენთ“ – წერს ანასტასია მალიშევა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

კომენტარები
"ყველა ტიტულს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობას მესისთან ერთი ვარჯიშის სანაცვლოდ დავთმობდი", - სკოლარი
"ყველა ტიტულს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობას...
10-04-2021, 01:33
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი
ზედიზედ მეორედ - რეალის ფეხბურთელების სამაგალითო...
18-04-2021, 01:49
როდესაც ეს ამბავი გავიგე, შოკში ვიყავი…ნინი ბადურაშვილი
როდესაც ეს ამბავი გავიგე, შოკში ვიყავი…ნინი...
7-04-2021, 20:34
თბილისში 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 63 წლის კაცი დააკავეს..
თბილისში 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი...
17-04-2021, 19:01
კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი რონალდუსგან ათეულობით მილიონს ითხოვს
კვლავ გაუპატიურების საქმე —ამერიკელი მოდელი...
30-04-2021, 10:27
უბრალოდ მიუღწეველი! ისტორიაში მერამდენედ მოახერხა ბარსელონამ კოპა დელ რეის მოგება?
უბრალოდ მიუღწეველი! ისტორიაში მერამდენედ მოახერხა...
18-04-2021, 01:52
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно