მესი თუ რონალდუ? - პიკეს საინტერესო კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მესი თუ რონალდუ? - პიკეს საინტერესო კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ

მესი თუ რონალდუ? - პიკეს საინტერესო კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ

ახალი ამბები / ფეხბურთი
29-12-2021, 01:02

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ, რომელიც კარიერაში კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ერთად თამაშობდა, გაამხილა, რას ფიქრობს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებზე.

"ვფიქრობ, რომ ორივე წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ჩვენ ვსაუბრობთ ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, არა მხოლოდ ახლა მსოფლიოში, არამედ ფეხბურთის ისტორიაშიც.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის აქვს ნიჭი, რომელიც მის გარდა არავის აქვს. როგორც ის აკონტროლებს ბურთს სისწრაფით წარმოუდგენელია. ბურთი ფეხიდან ორ მეტრზე შორს არ მიდის, ის ყოველთვის იქ არის.

მისი დაჭერა შეუძლებელია, ასეთი ნიჭი აქამდე არ მინახავს. კრიშტიანუ რონალდუ სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

კრიშტიანუ მაღალი, ძლიერი, სოლიდური სპორტსმენია. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. მას შეუძლია გოლის გატანა თავით, საჯარიმო დარტყმით, თერთმეტმეტრიანიდან, ერთი ერთზე.

ჩემთვის მესი ადამიანი არ არის, მაგრამ კრიშტიანუ ადამიანთა შორის ნამდვილად საუკეთესოა", - განაცხადა პიკემ მესისა და რონალდუს თამაშის დახასიათების შესახებ.

კრიშტიანუს კარიერაში 802 გოლი აქვს გატანილი, მესის კი აქამდე 758 გოლი აქვს გატანილი. დებატები იმის შესახებ, თუ რომელი მათგანი უფრო ძლიერია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.


კომენტარები
"რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი არ არის", - უილშირი
"რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი...
8-12-2021, 01:51
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის მესისა და რონალდუს შორის უკეთესი"
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის...
11-10-2021, 01:19
ლუი საა: "რონალდუ უცხოპლანეტელია, მანქანა - ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ ლიგაში შეუძლია თამაში"
ლუი საა: "რონალდუ უცხოპლანეტელია, მანქანა -...
6-11-2021, 01:30
"რონალდუს გარეშე მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩებოდა" - დემირალი
"რონალდუს გარეშე მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩებოდა" -...
17-12-2021, 01:55
მბაპემ ლეო მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა
მბაპემ ლეო მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი...
9-12-2021, 01:22
Globe Soccer Awards-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ექვსი ნომინანტი წარადგინა
Globe Soccer Awards-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელის...
15-12-2021, 01:33
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно