
რეალს ჰოლანდზე უარი არ უთქვამს და მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს — AS
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-12-2021, 01:29
"რეალის" ხელმძღვანელობა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებით სერიოზულად ინტერესდება.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "სამეფო კლუბი" 21 წლის ნორვეგიელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება.
ამასთანავე, მადრიდული გრანდი გეგმების კორექტირებისთვისაც მზადაა და ამოქმედდება, თუ ჰოლანდი ამ ზამთარსვე მოინდომებს ბორუსიელთა რიგების დატოვებას.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად ბორუსიელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა.
კომენტარები