ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია - AS » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია - AS

ვარანი ზაფხულში რეალიდან წასვლას გეგმავს, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია - AS

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-04-2021, 17:06

"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა მადრიდული გუნდი დატოვოს, წერს AS.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, 28 წლის ფრანგი ფეხბურთელი აპირებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ზაფხულში მის გაშვებაში დაარწმუნოს.

ვარანს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. კლუბი მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავს, რადგან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ უნდა.

მადრიდელებმა გამოცდილ უკანახაზელთან თანამშრომლობის გაგრძელება სამჯერ განიხილეს, მაგრამ მისგან თანხმობა არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარანისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".

მიმდინარე სეზონში "რეალის" მცველმა 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, ვარანის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. ფრანგი "გალაქტიკოსის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

კომენტარები
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს ტრანსფერისთვის კრედიტი აიღო?!
პერესი დიდ სიურპრიზს ამზადებს - რეალმა მბაპეს...
25-04-2021, 01:06
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
ლივერპულმა ფრანგ მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი
ლივერპულმა ფრანგ მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი...
24-04-2021, 15:40
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე...
27-04-2021, 12:16
ᲰᲝᲚᲐᲜᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲤᲐᲕᲝᲠᲘᲢᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲙᲕᲔᲗᲐ
ᲰᲝᲚᲐᲜᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲤᲐᲕᲝᲠᲘᲢᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲙᲕᲔᲗᲐ...
6-04-2021, 23:57
ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი...
27-04-2021, 12:14
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно