ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო დაასახელა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო დაასახელა

ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო დაასახელა

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-04-2021, 12:17

"ბაიერნისა" და "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველს, ხავი ერნანდესს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"ხავი მარჯვნივ, ინიესტა მარცხნივ, ბუსკეტსი - ჩამშლელად. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზია. ხავი გუნდის თავიც იყო და სულიც. საოცარ ფეხბურთელად გაიზარდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რაც საჭირო იყო იმისათვის, რათა შესანიშნავ მოთამაშედ ჩათვლილიყო. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ავტორიტეტი ჰქონდა".

"ფეხბურთში მნიშვნელოვანია პიროვნულობა, ავტორიტეტი, ხასიათი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გარდა ამისა, წარმოუდგენლად თვითკრიტიკული, ძალიან თავმდაბალი, ბუნებრივი. ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ არასოდეს ამჟღავნებდა. ეს ჩემზე ყოველთვის უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა".

"ხავი არა მხოლოდ თამაშს წარმართავდა. ამშვიდებდა კიდეც და ამას სწრაფად აკეთებდა. ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალურად. მესის ხელმძღვანელობდა, ჩამოყალიბებაში დაეხმარა", - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Sport Bild.


კომენტარები
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно