"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი

"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-04-2021, 12:16
რამდენიმე ევროპული კლუბი "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენითაა დაინტერესებული.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, რამდენიმე ტოპ-კლუბმა გამოთქვა 32 წლის პოლონელთან კონტრაქტის გაფორმების კონკრეტული ინტერესი.
მოქმედი კონტრაქტის ვადა გამოცდილ ფორვარდს "რეკორდმაისტერთან" 2023 წელს ეწურება და მასში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს.

Sky-ს ჟურნალისტმა, მაქს ბილეფელდმა ამ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა: "ჩვენი ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული ლევანდოვსკით. "ბაიერნმა" რამდენიმე ოფიციალური წინადადება მიიღო. ჯერჯერობით, ამ კლუბებს ვერ დავასახელებთ. ვმუშაობთ, რათა გავიგოთ".

"ცხადია, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ამ ზაფხულს ცხელი თემა იქნება. ზოგიერთი ტოპ-კლუბი ახალ ფორვარდს ეძებს. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი". გაურკვეველია კეინის მომავალი. "ჩელსი" არცთუ ისე კმაყოფილია ტემი აბრაგამით. "რეალს" მბაპე სურს, მაგრამ "ცხრიანის" შეძენასაც გეგმავს. "ბარსელონასაც" სურს ცენტრფორვარდი".

"რაც შეეხება ლევანდოვსკის, 80 მილიონ ევროზე ნაკლები თანხა არც კი განიხილება".
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პოლონელმა ბუნდესლიგაში მიუნხენური გრანდის რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.


კომენტარები
მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!
მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!...
27-04-2021, 12:10
მალდინი: „იბრაჰიმოვიჩთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია“
მალდინი: „იბრაჰიმოვიჩთან თითქმის ყველაფერი...
12-04-2021, 01:23
კრახი გარდაუვალია — სუპერლიგის 12-ვე კლუბი ტურნირიდან გამოსვლაზე მუშაობს!
კრახი გარდაუვალია — სუპერლიგის 12-ვე კლუბი...
21-04-2021, 02:21
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
ბარსელონა სუპერლიგის წევრი ჯერ კიდევ არ არის — რა პუნქტი ჩადო ლაპორტამ დოკუმენტში?
ბარსელონა სუპერლიგის წევრი ჯერ კიდევ არ არის — რა...
21-04-2021, 02:22
აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს
აგუერო "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს...
21-04-2021, 02:26
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно