ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-04-2021, 12:14
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარი სენ-ჟერმენის კოსტა რიკელმა მეკარემ, კეილორ ნავასმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 34 წლის მეკარე ფრანგული გრანდის კარს 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ნავასმა პარიზული კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. ერთ-ერთი გამოსარჩევი კი უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი ოფის მატჩები იყო, სადაც კეილორმა ბარსელონასთან და მიუნხენის ბაიერნთან საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან დაახლოებით 30-ჯერ იხსნა. 

"კეილორ ნავასთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან მოხარულნი ვართ. ის მსოფლიოში უდიდესი მეკარეა, რომელსაც გუნდში დიდი რწმენა შემოაქვს და ჩვენს გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს. 


სეზონის ბოლოს ის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება და ასე იქნება მომდევნო წლებშიც", - განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 72 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა 36-ჯერ შეძლო. 

კომენტარები
ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა მილანთან კონტრაქტი...
25-04-2021, 08:58
ლივერპულმა ფრანგ მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი
ლივერპულმა ფრანგ მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი...
24-04-2021, 15:40
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას ემშვიდობება?!
რამოსი, ვარანი, მარსელო – რეალი ძველ გვარდიას...
18-04-2021, 09:07
მბაპეზე ზეწოლას ახორციელებენ
მბაპეზე ზეწოლას ახორციელებენ...
16-04-2021, 02:06
მალდინი: „იბრაჰიმოვიჩთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია“
მალდინი: „იბრაჰიმოვიჩთან თითქმის ყველაფერი...
12-04-2021, 01:23
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე ტოპ-კლუბი დაუკავშირდა", - გერმანელი ჟურნალისტი
"ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერზე რამდენიმე...
27-04-2021, 12:16
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно