
"რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი არ არის", - უილშირი
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-12-2021, 01:51
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა დაასახელა პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, პრემიერ ლიგაში საუკეთესოა.
"კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელია ამჟამად? საუკეთესო ახლა ბერნარდუ სილვაა. ის პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელია.
შედეგიანობისა და ეფექტურობის გამო მას დანარჩენზე მაღლა ვაყენებ. ხვალ რომ მოგვიწიოს თამაში, ბერნარდუს ჩემს გუნდში წავიყვან. ის საოცრად კრეატიული მოთამაშეა.
ბერნარდო ახლა რონალდუს ჯობია, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ის უკეთესი მოთამაშეა ზოგადად. არა, ამ მხრივ კრიშტიანუ ბევრად წინ არის", - განაცხადა უილშირმა.
კომენტარები