მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს! » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!

მბაპე ახალ კონტრაქტს საერთოდ აღარ განიხილავს!

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-04-2021, 12:10

ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს პირადად ალ ჰელაიფი შეხვდა და ახალი კონტრაქტის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის პოზიცია ურყევია და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ „პსჟ“-ს შანსი ნულის ტოლია.

მბაპეს მადრიდში თამაში სურს და ახალ კონტრაქტზე უარს აცხადებს. წინახაზელის თქმით, მისთვის მთავარი ფული არ არის და კონტრაქტში ციფრების ზრდა არაფერს შეცვლის. ახლა ჯერი ალ ჰელაიფზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

კილიანი ან 2021 წლის ზაფხულში გაიყიდება სოლიდურ თანხად, ან 2022 წელს უფასოდ დატოვებს „პსჟ“-ს რიგებს და მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

კომენტარები
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно