სასიხარულო ამბავი პარიზელებისთვის! მბაპეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
სასიხარულო ამბავი პარიზელებისთვის! მბაპეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია

სასიხარულო ამბავი პარიზელებისთვის! მბაპეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-04-2021, 20:13

ტრავმა, რომელიც კილიან მბაპემ „მეტცთან“ მატჩში მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.

ფრანგული L’Equipe იტყობინება, რომ შემტევი მწყობრშია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თავის გუნდს პირველივე წუთიდან დაეხმარება.

ოთხშაბათს, 28 აპრილს, „პსჟ“ პირველ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ თბილისის დროით 23:00 საათზე უმასპინძლებს.

„მეტცთან“ მატჩის 87-ე წუთზე მბაპემ ბარძაყის ტკივილის გამო მოედანი იძულებით დატოვა და მისი „სიტისთან“ მონაწილეობა ეჭვქვეშ დადგა.

ამ ეტაპზე, მბაპე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 8 გოლით მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ უკვე გავარდნილ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება (10).

კომენტარები
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно