ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია? » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:27

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი რამ, რაც ჩავი ერნანდესმა "ბარსელონაში" მოსვლის შემდეგ გააკეთა, განწყობის შეცვლაა.

პირველივე დღიდან, "მაესტროს" ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფეხბურთელებისთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვა და თავდაჯერებულობის დაბრუნება იყო. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური საუბრის შედეგად, ჩავიმ უიმედო გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ კოლექტივად გადააქცია.

"ბარსამ" "ბენფიკასთან" სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა, თუმცა პირველ მატჩთან შედარებით, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა მთავარი გამოწვევა მიუნხენში "ბაიერნის" წინააღმდეგ მაქსიმუმის გაღება და ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. ჩავი ამ გამოწვევას არ უშინდება. მან საკუთარი ოპტიმიზმი საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გუნდი გერმანიაში მოსაგებად ჩავა.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ჩავიმ ფეხბურთელები გაამხნევა და მამოტივირებელი სიტყვებით მიმართა:

"აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ეს ნამდვილი საჩუქარია, ფეხბურთი ახალ შანსს ყოველთვის გაძლევს. 

თქვენ ყველაფერი გაიღეთ და ხალხი თქვენით ამაყობდა. თუ ამ ინტენსივობით ვითამაშებთ, წინააღმდეგობას ნებისმიერს გავუწევთ."

"ბაიერნთან" მატჩი ფინალის ტოლფასია. მოგების შემთხვევაში "ბარსა" ჯგუფიდან გავა და დიდ სირცხვილს გადაურჩება. რთული ამოცანაა, თუმცა ჩავის გუნდი ბრძოლას აპირებს.

კომენტარები
"ბარსელონას" რამონ პლანესი ტოვებს და ჩავის მისი შეცვლა პუიოლით სურს
"ბარსელონას" რამონ პლანესი ტოვებს და ჩავის მისი...
11-11-2021, 15:39
ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა”
ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის...
22-11-2021, 01:15
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის ფავორიტები ჩამოთვალა და არც რეალი და არც ბარსელონა არ დაასახელა
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის...
2-11-2021, 01:26
ბარსელონა ხვალ ამოქმედდება - ჩავი ლაპორტას ზარს ელის
ბარსელონა ხვალ ამოქმედდება - ჩავი ლაპორტას ზარს...
28-10-2021, 01:20
ანსუ ფატი სევილიასა და ბაიერნის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ანსუ ფატი სევილიასა და ბაიერნის წინააღმდეგ ვერ...
4-09-2021, 09:51
ჩავი ალვეშის დაბრუნებაზე თანახმაა - ახალი ინფორმაცია
ჩავი ალვეშის დაბრუნებაზე თანახმაა - ახალი...
12-11-2021, 23:06
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно