ჯეკომ ევროთასებზე საიუბილეო გოლი გაიტანა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჯეკომ ევროთასებზე საიუბილეო გოლი გაიტანა

ჯეკომ ევროთასებზე საიუბილეო გოლი გაიტანა

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:24

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით, მილანის ინტერმა "სან სიროზე" დონეცკის შახტარს უმასპინძლა, 2-0 დაამარცხა და იმ შემთხვევაში თუ მადრიდის რეალი ტირასპოლის შერიფთან არ წააგებს, "ნერაძური" პლეი ოფში თამაშის უფლებას გაინაღდებს.

აღსანიშნავია, რომ მილანური კლუბის მხრიდან დუბლი ედინ ჯეკომ გაიფორმა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 6-წუთიან ინტერვალში, 61-ე და 67-ე წუთებზე გაიტანა და საკუთარი ევროთასებზე საკუთარი მონაგარი 50-მდე გაზარდა.

35 წლის თავდამსხმელს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 60 მატჩში 25 გოლი დაუგროვდა. ამდენივე გოლი აქვს გატანილი მას ევროპა ლიგაზეც, თუმცა ბოსნიელს ამისათვის უფრო ნაკლები მატჩის (48) ჩატარება დასჭირდა.

ედინ ჯეკო მილანის ინტერს მიმდინარე სეზონის წინ, რომადან შეუერთდა და ყველა ტურნირის ეგიდით გათვალისწინებულ 18 შეხვედრაში "ნერაძურის" მაისურით ბოსნიელი 10 გოლით და სამი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

კომენტარები
ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა...
25-11-2021, 01:23
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა...
4-11-2021, 01:26
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა...
21-10-2021, 08:16
მესი მეხუთეა - რონალდუსთან ჩამორჩენა ექვსი გოლია
მესი მეხუთეა - რონალდუსთან ჩამორჩენა ექვსი გოლია...
11-10-2021, 20:41
რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს რეკორდზე ამყარებს
რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს...
21-10-2021, 18:19
კამავინგას სადებიუტო გოლი, ბენზემას ჰეთ-თრიკი და რეალის მნიშვნელოვანი გამარჯვება
კამავინგას სადებიუტო გოლი, ბენზემას ჰეთ-თრიკი და...
13-09-2021, 08:24
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно