"სოლსკიაერს რონალდუს გამო სეზონის გეგმის ფანჯრიდან გადაგდება მოუწია", - არსენალის ლეგენდა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"სოლსკიაერს რონალდუს გამო სეზონის გეგმის ფანჯრიდან გადაგდება მოუწია", - არსენალის ლეგენდა

"სოლსკიაერს რონალდუს გამო სეზონის გეგმის ფანჯრიდან გადაგდება მოუწია", - არსენალის ლეგენდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
24-11-2021, 16:21

"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"სოლსკიაერის გამო ვწუხვარ. სეზონის სტარტზე გეგმა ჰქონდა, გასულ სეზონში "ემიუმ" მეორე ადგილი დაიკავა. დიდი ხანი უნდოდა ჯეიდონ სანჩო, მიიღო, კავანიმ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი".
"გეგმა სახეზე იყო: კავანი ყოველ მეორე მატჩში თამაშობს, სანჩო ერთ ფლანგზე, რეშფორდი მეორეზე, გრინვუდი შეცვლაზე შემოდის. არის ტემპი, ძალა, ენერგია, ახალგაზრდობა, დონე".
"ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყების წინ, სოლსკიაერს რონალდუს აძლევენ. ვფიქრობ, ამის გამო მთელი გეგმის ფანჯრიდან გადაგდება მოუწია. რონალდუსთან ერთად "ემიუ" უკეთესი არ გამხდარა".
"შეუძლებელია 29-მატჩიანი წაუგებელი სერია გარკვეული სათამაშო სტილის გარეშე გამოაცხო, სანჩო ამ სტილის მორიგი იარაღი გახდა. რონალდუსთან ერთად კი შეტევაში ეს იარაღი აღარ არის კონტრშეტევებზე სათამაშოდ. გასულ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში იყო - ახლა ძლივს გამოსდის თამაში!".
"სოლსკიაერისთვის ეს ყველაფერი თოვლის გუნდასავით შეიკრა. მას გეგმა ჰქონდა და რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მისი ფანჯრიდან გადაგდება მოუწია. "ემიუმ" იგი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" მხრიდან ინტერესის გამო იყიდა", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports-ი.

კომენტარები
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის მესისა და რონალდუს შორის უკეთესი"
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის...
11-10-2021, 01:19
დაცვითი ფეხბურთი არ მუშაობს - როდის გაუშვა იუვემ 11 მატჩში 15+ გოლი უკანასკნელად?
დაცვითი ფეხბურთი არ მუშაობს - როდის გაუშვა იუვემ...
31-10-2021, 01:29
"კრიშტიანუს ხილვა ამ გუნდში მსურს", - რონალდუს დედა თავისი შვილის შემდეგი გაჩერების შესახებ
"კრიშტიანუს ხილვა ამ გუნდში მსურს", - რონალდუს...
13-10-2021, 01:21
2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი სერია ზედმეტად გაუგრძელდა
2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი...
27-09-2021, 12:50
ანდრეა პირლო შესაძლოა ისევ სერია ა-ში ვიხილოთ
ანდრეა პირლო შესაძლოა ისევ სერია ა-ში ვიხილოთ...
1-11-2021, 01:29
3 დიდი დარტყმა - რა შეიძლება მოჰყვეს სულშერის გუნდში დარჩენას
3 დიდი დარტყმა - რა შეიძლება მოჰყვეს სულშერის...
10-11-2021, 01:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно