ზიდანი „პსჟ“-ში „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს მოითხოვს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ზიდანი „პსჟ“-ში „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს მოითხოვს

ზიდანი „პსჟ“-ში „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს მოითხოვს

ახალი ამბები / ფეხბურთი
23-11-2021, 12:59

მაურისიო პოჩეტინოს მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადასვლასა და „პსჟ“-ს მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნაზე უფროდაუფრო მეტი ინფორმაცია იწერება, თუმცა რამდენად რეალური იქნება ეს შეთანხმება არავინ იცის...

ფრანგული გამოცემების ცნობით, პარიზული მხარე უდიდეს ძალისხმევას გაიღებს ზიდანის სამშობლოში დასაბრუნებლად. არაოფიციალური ინფორმაციით, „პსჟ“ მზად არის, ზინედინს წლიურად 20 მილიონიანი ხელფასი განუსაზღვროს, რაც თავისთავად რეკორდული შემოსავალი იქნება.

გარდა ამისა, პარიზში კარგად ხვდებიან, რომ მბაპეს დასატოვებლად ზიზუს გუნდში მოყვანა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ზიზუ საფრანგეთის ჩემპიონატში კარიმ ბენზემას გადაყვანას მოითხოვს და პარიზული მხარეც ყველაფერს გააკეთებს მადრიდელი ფორვარდის დასამატებლად.

თუ ზიდანი და ბენზემა „პსჟ“-ში ერთად მივლენ, ეს მართლაც გააჩენს იმის შანსს, რომ კილიანმა პოზიცია შეიცვალოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ალ ჰელაიფი და ლეონარდო სენსაციის მოხდენას შეეცდებიან.

კომენტარები
მანჩესტერ იუნაიტედი ზიდანის დარწმუნებას ცდილობს
მანჩესტერ იუნაიტედი ზიდანის დარწმუნებას ცდილობს...
15-11-2021, 01:22
ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნას გამორიცხავს და მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს
ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნას გამორიცხავს...
26-10-2021, 01:35
100 მილიონიანი პრემია და კოლოსალური ხელფასი - მბაპეს „პსჟ“-მ მიმართა!
100 მილიონიანი პრემია და კოლოსალური ხელფასი -...
1-10-2021, 10:31
ზიდანი:„მბაპეს „რეალში“ გადასვლა გარდაუვალია“
ზიდანი:„მბაპეს „რეალში“ გადასვლა გარდაუვალია“...
7-09-2021, 04:59
მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო!
მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის შეცვლის...
18-11-2021, 18:39
„პსჟ“-ს მბაპესთან სამარცხვინო თხოვნა აქვს!
„პსჟ“-ს მბაპესთან სამარცხვინო თხოვნა აქვს!...
21-10-2021, 08:18
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно