პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა

პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-04-2021, 09:00
სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “პარმას” დაუპირისპირდა. ტურინში გამართლი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. შეხვედრის 25-ე წუთზე, გასტონ ბრუგმანმა ბუფონის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.
გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაშვებულ გოლში კრიშტიანუ რონალდუს ადანაშაულებს. ფანები მიიჩნევენ, რომ ცოცხალ კედელში მდგარმა რონალდუმ ბურთს თავი აარიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ბიანკონერის” მთავარმა მწვრთნელმა – ანდრეა პირლომ აღნიშნული ეპიზოდი შეაფასა. იტალიელმა სპეციალისტმა სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

“სამწუხაროდ მსგავსი რამ ხდება. დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში და ღირს თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ცოცხალ კედელში დაყენება”, – აღნიშნა ანდრეა პირლომ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ “ბიანკონერის” 2018 წელს შეუერთდა და ტურინული გრანდის მაისურით 97 გოლის გატანა შეძლო. 5-გზის “ოქროს ბურთის” მფლობელის შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, იგი არაერთხელ გახდა ტიფოზების კრიტიკის მსხვერპლი.

კომენტარები
"ნეტავ, ბევრი ასეთი პრობლემა გვქონდეს", - კიელინიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა
"ნეტავ, ბევრი ასეთი პრობლემა გვქონდეს", -...
18-04-2021, 01:50
კიელინი: "გვარდიოლა მართალი იყო - ამ გუნდთან თამაში კბილის ექიმთან წასვლას ჰგავს"
კიელინი: "გვარდიოლა მართალი იყო - ამ გუნდთან...
18-04-2021, 01:48
რონალდუმ "იუვენტუსის" მაისური გაიხადა და მოედანზე დააგდო
რონალდუმ "იუვენტუსის" მაისური გაიხადა და მოედანზე...
12-04-2021, 01:12
მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის სუპერ ლიგის კლუბების წინააღმდეგ?
მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის...
25-04-2021, 09:02
"მესი თუ რონალდუ? არჩევანი უკვე გავაკეთე", - უსეინ ბოლტი
"მესი თუ რონალდუ? არჩევანი უკვე გავაკეთე", -...
10-04-2021, 01:35
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", -...
7-04-2021, 02:04
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно