რეალი ჰოლანდისთვის აღარ იბრძვის - 3 გუნდი, რომელიც რბოლაში ჯერ კიდევ არის » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
რეალი ჰოლანდისთვის აღარ იბრძვის - 3 გუნდი, რომელიც რბოლაში ჯერ კიდევ არის

რეალი ჰოლანდისთვის აღარ იბრძვის - 3 გუნდი, რომელიც რბოლაში ჯერ კიდევ არის

ახალი ამბები / ფეხბურთი
20-11-2021, 01:59

"დორტმუნდის" ახალგაზრდა თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესს ბევრი ევროპული გრანდი იჩენს. როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 21 წლის ფორვარდისთვის ბრძოლაში "რეალს" "მანჩესტერ სიტი", "პსჟ" და "ბაიერნი" სჯობნიან.
ფრანგულ კლუბს შეტევაში ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად ჰოლანდის ხილვა სურს. ტრანსფერის გაჩარხვას ხელი "პსჟ"-ს ბოსებსა და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შორის არსებულმა კარგმა ურთიერთობამ შეუწყოს. 
გასულ ზაფხულს პარიზში რაიოლამ სხვა კლიენტი მიიყვანა - მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა. "ბაიერნი" ჰოლანდისგან "დორტმუნდიდან" წასვლის სურვილის გამოთქმას ელოდება.
თუ ეს არ მოხდება, მაშინ მიუნხენური გრანდი ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან ეცდება კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამ დროისთვის, "ბაიერნში" შიშობენ, რომ პოლონელი კლუბის შეცვლას მოინდომებს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც აღინიშნება, ჰოლანდის მომავლისთვის მნიშვნელოვნად შეიძლება იქცეს "ნიუკასლის" ახალი მფლობელების პოლიტიკა. სავარაუდოდ, საუდელები მომავალ ზაფხულს ვარსკვლავის გადაბირებას ეცდებიან, ჰოლანდი კი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც "კაჭკაჭები" განიხილავენ.


კომენტარები
რა შემთხვევაში ჩაერთვება ბაიერნი ჰოლანდისთვის ბრძოლაში?
რა შემთხვევაში ჩაერთვება ბაიერნი ჰოლანდისთვის...
11-11-2021, 01:41
რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის ბრძოლაში ფავორიტი?
რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის...
6-10-2021, 12:02
„ბაიერნი“ საქმეს სერიოზულად მიუდგა, „რეალში“ ეს ამბავი უკვე ცნობილია
„ბაიერნი“ საქმეს სერიოზულად მიუდგა, „რეალში“ ეს...
24-10-2021, 13:40
რაიოლა:„„რეალის“ გარდა ჰოლანდით ბევრი კლუბი ინტერესდება“
რაიოლა:„„რეალის“ გარდა ჰოლანდით ბევრი კლუბი...
7-09-2021, 05:02
ჰოლანდს წელიწადში 35 მილიონი ევრო სურს | ESPN
ჰოლანდს წელიწადში 35 მილიონი ევრო სურს | ESPN...
22-10-2021, 02:05
მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს
მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს...
7-09-2021, 05:00
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно