
დეტალები ცნობილია — ტოტენჰემი კონტეს საკმაოდ მიმზიდველ ხელფასს სთავაზობს
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-11-2021, 01:22
ცნობილი გახდა იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც "ინტერის", "ჩელსისა" და "იუვენტუსის" ექს-მწვრთნელს, ანტონიო კონტეს "ტოტენჰემი" სთავაზობს.
ლონდონური კლუბი მზად არის 52 წლის სპეციალისტს წლიურად 15,5 მილიონი ფუნტი უხადოს. შეთანხმება იმდენად ახლოსაა, რომ იტალიელმა შესაძლოა ახალ კლუბში მუშაობა ხვალვე დაიწყოს.
"ტოტენჰემში" კონტეს დავალება იმაზე საინტერესო და თამამი ფეხბურთის ჩვენება იქნება, ვიდრე ჟოზე მოურინიოსა და ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ქვეშ ვხედავდით, წერს Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტე "ტოტენჰემთან" 2023 წლის ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს. იგი უკვე ლონდონშია ბოლო დეტალების მოსაგვარებლად და დოკუმენტების გასაფორმებლად.
კომენტარები