
"წესები რომ შევცვალოთ, კიდევ ერთ პსჟ-ს მივიღებთ", - ლა ლიგის პრეზიდენტმა პარიზელები გააკრიტიკა
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-10-2021, 12:23
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ბარსელონადან" ლიონელ მესის წასვლა მისი ბრალი არ არის.
"ცხადია, მესის წასვლა ჩემი ბრალი არ იყო. ფეხბურთს სტაბილურობა სჭირდება. სერია ა 20 წელია ფულს კარგავს, იგივე ხდება საფრანგეთშიც. მაგრამ ასე არ არის გერმანიასა და ესპანეთში".
"წესები საჭიროა, რადგან მათ გარეშე ისეთ გუნდს მივიღებთ, როგორიც "პსჟ"-ა, რომელიც 400 მილიონს გამოიმუშავებს და 600 მილიონს მხოლოდ ხელფასებში ხარჯავს".
"ჩვენ არ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ მესის კონტრაქტი ვერ გაახანგრძლივა, სახელფასო ზღვარი გვაქვს და ეს ლა ლიგას მდგრადს ხდის", - ციტირებს ტებასის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ში გადავიდა.
კომენტარები